ჭდე: გიორგი წიტაიშვილი

Home გიორგი წიტაიშვილი
ენდრიკის ეფექტი ქართველების წინააღმდეგ
ჩანაწერი

ენდრიკის ეფექტი ქართველების წინააღმდეგ

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ შინ „ლიონთან’’ 2:5 წააგო. ამ შეხვედრაში „რეალიდან’’ „ლიონში’’ იჯარის წესით ახალმა გადასულმა ბრაზილიელმა ენდრიკმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია მედიამ ყურადღება მასზე გაამახვილა. „ეკიპი’’ წერს, რომ ამ დღეს ენდრიკი 19 წლის და 188 დღის იყო და ეს გახლდათ მისი მეორე თამაში „გონების’’ შემადგენლობაში. 21-ე საუკუნეში საფრანგეთში, ახალ გუნდში ჩატარებულ...

ფრანგული ამბები: წიტას ფრე და დერბი კვარას გარეშე
ჩანაწერი

ფრანგული ამბები: წიტას ფრე და დერბი კვარას გარეშე

გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ ზედიზედ მეხუთე თამაში აღარ წააგო, „ლორიანთან’’ სტუმრად 1:1 ითამაშა, ოღონდ ეგაა, რომ მოგება შეეძლო, რადგან 29-ე წუთიდან 73-ე წუთამდე სენეგალელი მცველის სადიბუ სანეს გოლით იგებდა. მეცელთა სამწუხაროდ ბამბა დიენგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. სტუმართათვის განსაკუთრებით უსიამოვნო ის იყო, რომ მასპინძლების საგოლე შეტევა მათი ნახევარმცველის, მალელი ბუბაქარ ტრაორეს დაუფიქრებელ პასს მოჰყვა....

რა უნდა ამ ზამთარს ნაპოლის?
ჩანაწერი

რა უნდა ამ ზამთარს ნაპოლის?

ქართულ მედიაში დაიწერა, რომ „ნაპოლი’’ გიორგი წიტაიშვილის შეძენაზე ფიქრობს. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ calciomercato-ში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც „აძურის’’ სატრანსფერო სტრატეგიაა განმარტებული. საიტი წერს, რომ პარტენოპეელები სკუდეტოსთვის ბრძოლას განაგრძობენ. მათ მოიგეს იტალიის სუპერთასი და სურთ დაძლიონ რთული ამოცანა, გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში. ეს რასაკვირველია ანტონიო კონტეს გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს, მაგრამ არ არის გამორიცხული კლუბმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე...

წიტაიშვილს რიგი დაუდგა
ჩანაწერი

წიტაიშვილს რიგი დაუდგა

საიტი Foot Mercato შეგვახსენებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის’’ 25 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის „დინამოს’’ საკუთრებაა,  სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე მისი შეძენის მსურველი კლუბების „ლიონისა’’ და „ლილის’’ გააქტიურებას უნდა ველოდოთ, თუმცა გამოცემა იმასაც დასძენს, რომ წიტას დამატებით მარტო საფრანგეთში არ არიან დაინტერესებულები. როგორც ირკვევა, ქართველის გადაბირება რომის...

წიტას ბენეფისი პარიზელთა გამარჯვების ფონზე
ჩანაწერი

წიტას ბენეფისი პარიზელთა გამარჯვების ფონზე

„პარი სენ ჟერმენმა’’ „მეცს’’ სტუმრად 3:2 მოუგო. ეს პარიზელთათვის ლიგა 1-ის ცხრილში პოზიციების შენარჩუნება-გამყარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ის გახლდათ ლუის ენრიკეს გუნდის მხოლოდ მეორე მოგება ყველა შეჯიბრების ბოლო ოთხ შეხვედრაში, სტუმრებმა კი ზედიზედ მეოთხედ წააგეს და ბოლო ადგილზე არიან. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა სხვა რამით იყო საინტერესო: საფრანგეთში გამართულ ქართულ დერბიში, მასპინძლეთა მხრიდან მონაწილეობა...

წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]
ჩანაწერი

წიტაიშვილმა პსჟ-ს გაუტანა [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ში, „მეცისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის მე-80 წუთზე გიორგი წიტაიშვილმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, რამდენიმე მეტოქეს გასცდა და რუს მატვეი საფონოვს შესანიშნავი გოლი გაუტანა. იხილეთ ვიდეო:  

წიტამ ძალიან მოინდომა, მაგრამ მეცმა წააგო
ჩანაწერი

წიტამ ძალიან მოინდომა, მაგრამ მეცმა წააგო

ლიგა 1-ში მე-14 ტური დაიწყო. გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ მორიგი მარცხი იწვნია ― „რენთან’’ 0:1. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ვალერი რონჟიემ გაიტანა. „მეცი’’ გასავარდნთა ზონაში რჩება. ამ შეხვედრაში ორივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. აბუაშვილი 88-ე წუთზე შევიდა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოსწრო, შეფასებაც კი არ დაუწერეს, წიტაიშვილის თამაში კი maxifoot-მა 5 ქულით შეაფასა...

მეცი ჟორჟის ლიონს ვერ ეცა
ჩანაწერი

მეცი ჟორჟის ლიონს ვერ ეცა

საფრანგეთის ლიგა 1-ში „ქართული დერბი’’ გაიმართა ― ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ როგორც მოსალოდნელი იყო შინ დაამარცხა გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი’’ 3:0. ორი ტურის მერე „ლიონი’’ ლიდერია. მის მსგავსად 6 ქულა აქვს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენსაც’’, მაგრამ გოლთა უკეთესი ბალანსის გამო ცხრილში პირველი პოზიცია „ლიონს’’ უკავია. „მეცი’’ კი ქულის გარეშეა, ისევე როგორც კიდევ ხუთი...

მეცში გიორგობა გრძელდება…
ჩანაწერი

მეცში გიორგობა გრძელდება…

ევროპის ტოპ 5 ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს – საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცში“  გიორგი წიტაიშვილის შემდეგ გიორგი აბუაშვილიც ჩაირიცხა. „გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენს გუნდს კიდევე ერთი ქართველი ფეხბურთელი შემოემატა – 22 წლის გიორგი აბუაშვილი ფოთის „კოლხეთიდან“ „მეცში“ იჯარით ითამაშებს. აბუაშვილი ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, მას დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში 16 წლისას...

მეცის მეორე ქართველი
ჩანაწერი

მეცის მეორე ქართველი

გიორგი წიტაიშვილი გიორგი მიქაუტაძის ყოფილ კლუბში, „მეცში“ ითამაშებს – საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდმა ქართველი ფეხბურთელი ოფიციალურად წარადგინა. „მეცმა“ კონტრაქტი გააფორმა გიორგი წიტაიშვილთან, რომელიც გუნდს კიევის „დინამოდან“ შეუერთდება. წიტაიშვილს უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს და ფრანგულ კლუბში იჯარით ითამაშებს. ის გიორგი მიქაუტაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩვენს გუნდში ჩაირიცხა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გასული...