საიტი Foot Mercato შეგვახსენებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის’’ 25 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის „დინამოს’’ საკუთრებაა, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე მისი შეძენის მსურველი კლუბების „ლიონისა’’ და „ლილის’’ გააქტიურებას უნდა ველოდოთ, თუმცა გამოცემა იმასაც დასძენს, რომ წიტას დამატებით მარტო საფრანგეთში არ არიან დაინტერესებულები.
როგორც ირკვევა, ქართველის გადაბირება რომის „ლაციოსაც’’ სურს და არც ესპანური „ვილიარეალი’’ იქნება მისი აყვანის წინააღმდეგი. „ვილიარეალს’’ ერთი უპირატესობაც აქვს. მის რიგებში თამაშობს ჟორჟ მიქაუტაძე, რომლის მხარდამხარ ყოფნა წიტაიშვილისთვის შეიძლება დამატებითი ფაქტორი გამოდგეს. მიქაუტაძე „ვილარეალმა’’ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე „ლიონისგან’’ იყიდა.
ფრანგული საიტი წერს, რომ წიტაიშვილმა სეზონი მაინცდამაინც ეფექტურად ვერ დაიწყო, მაგრამ წლის ბოლოს ჩინებულად ათამაშდა და დიდი შანსია მისი ყიდვის მსურველები საახალწლო ბაზარზევე გამოჩნდნენ. ქართველმა ჩინებულად ითამაშა „პარი სენ ჟერმენთან’’, რომელსაც საუცხოო გოლიც გაუტანა. კიდევ ერთი გოლი მან „ბრესტის’’ კარში შეაგდო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
