საფრანგეთის ლიგა 1-ში „ქართული დერბი’’ გაიმართა ― ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ როგორც მოსალოდნელი იყო შინ დაამარცხა გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი’’ 3:0. ორი ტურის მერე „ლიონი’’ ლიდერია. მის მსგავსად 6 ქულა აქვს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენსაც’’, მაგრამ გოლთა უკეთესი ბალანსის გამო ცხრილში პირველი პოზიცია „ლიონს’’ უკავია. „მეცი’’ კი ქულის გარეშეა, ისევე როგორც კიდევ ხუთი გუნდი, მაგრამ იმავ გოლთა ბალანსის გამო მას ბოლო პოზიცია უჭირავს.
არადა „მეცმა’’ თამაში კარგად დაიწყო, ბურთს აკონტროლებდა და ბრაიან მაჯოსა და წიტაიშვილის მეცადინეობით საგოლე მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ გოლები, თან ლამაზი, „ლიონმა’’ გაიტანა. 25-ე წუთზე მალიკ ფოფანამ ჩინებული დრიბლინგის შედეგად გახსნა ანგარიში, 30-ე წუთზე კორინტენ ტოლისომ შთამბეჭდავი კომბინაცია წარმატებით დააგვირგვინა, ხოლო 83-ე წუთზე ადამ კარაბეცმა შეხვედრას წერტილი დაუსვა.
Maxifoot-მა მატჩი 6 ქულით შეაფასა, საუკეთესო ფეხბურთელად კი სამართლიანად დაასახელა 20 წლის ბელგიელი ფოფანა ― 8 ქულა.
რაც შეეხება ქართველების თამაშს, ის Maxifoot-ის აზრით ასეთი იყო:
მიქაუტაძე 5.5 ― თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ძალიან მოინდომა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. თანაგუნდელებს საინტერესო პასებს აწვდიდა, ბურთს უტოვებდა, ოღონდ კარში ვერ შეაგდო. ორჯერ ჰქონდა შესაძლებლობა და ორივეჯერ მეკარე ჯონათან ფიშერმა აუღო.
Flashscore – 7.1; sofascore – 6.5; whoscored – 7.9
წიტაიშვილი 4.5 ― შეხვედრის დასაწყისში ცოცხლად თამაშობდა, აბნერ ვინისიუსს პრობლემები შეუქმნა, მაგრამ კალაპოტიდან მალევე ამოვარდა და თანდათანობით გაქრა.
Flashscore – 5.8; sofascore – 6.3; whoscored – 6.0
აბუაშვილი 4 ― დიდი მონდომების მიუხედავად ქართველმა კიანატესა და მატაზე დიდი დაწოლა ვერ მოახდინა. ბურთთან აკურატული არ იყო. მას ხშირად არ აწვდიდნენ პასებს.
Flashscore – 6.5; sofascore – 6.5; whoscored – 6.2
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/06/2026 | 08:26ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
აქეთურ-იქითური02/06/2026 | 07:08პარიზელები მარჯვენა გარემარბს მიადგნენ
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
