გიორგი აბუაშვილის „მეცმა” ლიგა 2-ის პირველ ტურში „გინგამს” მოუგო 2:1. მე-60 წუთზე გამარჯვების გოლი სწორედ აბუაშვილმა გაიტანა. მატჩი იმით დაიწყო, რომ „მეცმა” ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა: სენეგალელმა პაპე მუსა ფალმა ჯერ მეტოქეს ვერ აჯობა, მერე ხარიხას. 51-ე წუთზე „გინგამის” მცველმა ალბინ დემუშიმ ანგარიში გახსნა. ზემოხსენებილმა ფალმა 58-ე წუთზე მაინც მიაღწია საწადელს , შემდეგ...
ჭდე: გიორგი აბუაშვილი
პასი, პასი, გოლი, მაგრამ წაგება
„ტულუზმა’’ მოგების გარეშე გავლილი ექვსთამაშიანი სერია „მეცთან’’ დაასრულა – გამარჯვება 90+9 წუთზე მოიპოვა, როდესაც შეხვედრაში ექვსი გოლი უკვე გასული იყო. სამი გიორგის გუნდს ახლა უკვე 14 ტურია თამაში არ მოუგია და სავარაუდოდ ლიგა 1-ში ადგილს ვეღარ შეინარჩუნებს. სამი გიორგიდან „ტულუზთან’’ მოედანზე ორი ვიხილეთ: წიტაიშვილი თავიდან ბოლომდე, ხოლო აბუაშვილი 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ქვილითაია განაცხადში არ...
სამი ქართველის მცდელობა
„მეცის’’ საქმე არ მიდის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ 22-ე წუთის შემდეგ თერთმეტი ათს ეთამაშებოდა, მასპინძელი მაინც დამარცხდა – 0:1. „ბრესტთან’’ წაგება მისთვის რვა შეხვედრაში მეშვიდე გამოდგა. ასეთი სტატისტიკაც შეგვიძლია მოვიტანოთ: „მეცს’’ ბოლო 11 შეხვედრიდან ერთიც არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ იცოდა, რომ „ბრესტთან’’ შეხვედრა მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო. მას აუცილებლად უნდა მოეგო. თამაში მართლაც მასპინძელთა იერიშებით...
ქართველების ერთად ყოფნა… პარიზში
იმაში, რომ „პარი სენ ჟერმნმა’’ აუტსაიდერ „მეცს’’ შინ 3:0 მოუგო განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს იყო გამორჩეული შეხვედრა, რადგან საფრანგეთის ლიგა 1-ში 11 წუთის განმავლობაში მოედანზე ერთბაშად ოთხი თანამემამულე იხილა: მასპინძელთა მხრიდან ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო სტუმართა მხრიდან სამი გიორგი – წიტაიშვილი, აბუაშვილი და ქვილითაია. თავიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა. 64-ე წუთზე მას კვარაცხელია დაემატა, შემდეგ...
სამი გიორგი ერთ მეცში
„მეცის’’ შემადგენლობაში სამმა ქართველმა ითამაშა. მართალია ისინი მოედანზე ერთად არ იყვენ და საერთოდაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში სამივეს მონაწილეობა ფორმალური იყო, რადგან გუნდის ახალწვეული გიორგი ქვილითაია მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა და გიორგი წიტაიშვილი შეცვალა, მაგრამ ოქმში დაფიქსირდა, რომ 2026 წლის 6 თებერვალს, ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში „ლილის’’ წინააღმდეგ სამმა ქართველმა ითამაშა. „ლილი’’ ჩემპიონთა...
80 წუთი უმცირესობაში
უჭირს გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცს’’, რომელმაც „ანჟესთან’’ სტუმრად წააგო 0:1 და 20 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფი „ოსერი’’ მას ერთი ქულით უსწრებს. კიდევ ერთი ქულით მეტი აქვს „ნანტს’’, ხოლო „ლე ავრი’’ უკვე მნიშვნელოვნად, 8 ქულით აღემატება. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან ბოლო ორი გუნდი ავტომატურად ვარდება ლიგა 2-ში, ხოლო...
ენდრიკის ეფექტი ქართველების წინააღმდეგ
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ შინ „ლიონთან’’ 2:5 წააგო. ამ შეხვედრაში „რეალიდან’’ „ლიონში’’ იჯარის წესით ახალმა გადასულმა ბრაზილიელმა ენდრიკმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ბუნებრივია მედიამ ყურადღება მასზე გაამახვილა. „ეკიპი’’ წერს, რომ ამ დღეს ენდრიკი 19 წლის და 188 დღის იყო და ეს გახლდათ მისი მეორე თამაში „გონების’’ შემადგენლობაში. 21-ე საუკუნეში საფრანგეთში, ახალ გუნდში ჩატარებულ...
წიტას ბენეფისი პარიზელთა გამარჯვების ფონზე
„პარი სენ ჟერმენმა’’ „მეცს’’ სტუმრად 3:2 მოუგო. ეს პარიზელთათვის ლიგა 1-ის ცხრილში პოზიციების შენარჩუნება-გამყარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ის გახლდათ ლუის ენრიკეს გუნდის მხოლოდ მეორე მოგება ყველა შეჯიბრების ბოლო ოთხ შეხვედრაში, სტუმრებმა კი ზედიზედ მეოთხედ წააგეს და ბოლო ადგილზე არიან. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა სხვა რამით იყო საინტერესო: საფრანგეთში გამართულ ქართულ დერბიში, მასპინძლეთა მხრიდან მონაწილეობა...
წიტამ ძალიან მოინდომა, მაგრამ მეცმა წააგო
ლიგა 1-ში მე-14 ტური დაიწყო. გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ მორიგი მარცხი იწვნია ― „რენთან’’ 0:1. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ვალერი რონჟიემ გაიტანა. „მეცი’’ გასავარდნთა ზონაში რჩება. ამ შეხვედრაში ორივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. აბუაშვილი 88-ე წუთზე შევიდა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოსწრო, შეფასებაც კი არ დაუწერეს, წიტაიშვილის თამაში კი maxifoot-მა 5 ქულით შეაფასა...
მეცი ჟორჟის ლიონს ვერ ეცა
საფრანგეთის ლიგა 1-ში „ქართული დერბი’’ გაიმართა ― ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ როგორც მოსალოდნელი იყო შინ დაამარცხა გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი’’ 3:0. ორი ტურის მერე „ლიონი’’ ლიდერია. მის მსგავსად 6 ქულა აქვს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენსაც’’, მაგრამ გოლთა უკეთესი ბალანსის გამო ცხრილში პირველი პოზიცია „ლიონს’’ უკავია. „მეცი’’ კი ქულის გარეშეა, ისევე როგორც კიდევ ხუთი...









