ევროპის ტოპ 5 ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს – საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცში“ გიორგი წიტაიშვილის შემდეგ გიორგი აბუაშვილიც ჩაირიცხა. „გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენს გუნდს კიდევე ერთი ქართველი ფეხბურთელი შემოემატა – 22 წლის გიორგი აბუაშვილი ფოთის „კოლხეთიდან“ „მეცში“ იჯარით ითამაშებს. აბუაშვილი ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, მას დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში 16 წლისას...
ჭდე: გიორგი აბუაშვილი
ახალგაზრდა ლურჯები ჯოჯოხეთიდან საგიჟეთის გავლით დაბრუნდნენ
„ახალგაზრდა ლურჯები’’ (Bleuets) ჯოჯოხეთიდან დაბრუნდნენ! შაბათს, ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში მარცხის პირას მყოფმა საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საქართველოს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა ― წერს ფრანგული maxifoot და ქვემოთ ამ პორტალის მიმოხილვის ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს გაგაცნობთ. ფრანგებმა ანგარიში მატის ტელის მიერ დარტყმული პენალტით გახსნეს, მაგრამ შემდეგ გიორგი აბუაშვილისა და საბა საზონოვის დარტყმები გაუშვეს. იოაკინ ლეპენანმა...
აგვისტომდე წავედით…
ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა. მე-18 ტურში სამი დუბლი შესრულდა და ორი ფეხბურთელი გააძევეს. ლიდერი თბილსის „იბერიაა“ 44 ქულით, მას კვალში გორის „დილა“ მიჰყვება 38 ქულით, სამეულს კი 30-ქულიანი „ბათუმი“ ავსებს. სხვათა შორის, წინა სეზონში მეორე წრის გამარჯვებული „დილა“ გახლდათ 39 ქულით. „იბერია“ კი მესამე საფეხურზე იდგა და ლიდერს 7 პუნქტით ჩამორჩებოდა. გაძევებები ვახსენეთ და...
ჩხუბი თბილისში, კრიზისი – თელავში
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მთავარ მატჩში, „ქართულ კლასიკოში“ თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის, შეხვედრის დამთავრების შემდეგ იშვიათი ამბავი მოხდა, მინდორზე გუნდური ჩხუბი ატყდა, რის გამოც მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა 9 (!) ფეხბურთელი გააძევა – 5 „დინამოდან,“ ოთხი – „ტორპედოდან…“ რაც შეეხება საკუთრივ თამაშს, ის დინამოელებმა დამსახურებულად მოიგეს 2:0 და პირველ წრეში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღეს...
იბერია ისევ თავშია
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გოლების წლევანდელი ანტირეკორდი გამეორდა. გუნდებმა სულ 6 ბურთი გაუტანეს ერთმანეთს. ასევე იყო მეორე ტურშიც. ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერიამ“ ქუთაისში „ტორპედოს“ გიზო მამაგეიშვილის გოლით მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. ამისდაკვალად, იბერიელები კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 27 ქულით ისევ ერთპიროვნულად უდგანან სატურნირო ცხრილს სათავეში. უშუალო მდევარ „დილას“ 4 პუნქტით უსწრებენ. „დილამ“ „გაგრას,“...
აბუაშვილი პორტუდან პეტროლულში…
გიორგი აბუაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატიდან რუმინეთის სუპერლიგაში გადაინაცვლა, ქართველი ლეგიონერი „პორტუდან“ პლოეშტის „პეტროლულში“ გადავიდა – ინფორმაციას რუმინული კლუბის პრესსამსახური ოფიციალურად ადასტურებს. „ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გიორგი აბუაშვილის ტრანსფერზე „პეტროლულმა“ „პორტუსთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. 20 წლის ასაკში აბუაშვილმა სადებიუტო სეზონი „დინამო თბილისში“ ჩაატარა, სადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა. მოგვიანებით კი „პორტუში“ ჩაირიცხა. ის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში რეგულარულად თამაშობს! გისურვებთ...





