„ახალგაზრდა ლურჯები’’ (Bleuets) ჯოჯოხეთიდან დაბრუნდნენ! შაბათს, ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში მარცხის პირას მყოფმა საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საქართველოს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა ― წერს ფრანგული maxifoot და ქვემოთ ამ პორტალის მიმოხილვის ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს გაგაცნობთ.
ფრანგებმა ანგარიში მატის ტელის მიერ დარტყმული პენალტით გახსნეს, მაგრამ შემდეგ გიორგი აბუაშვილისა და საბა საზონოვის დარტყმები გაუშვეს. იოაკინ ლეპენანმა ანგარიში გაათანაბრა, ბოლო წუთზე კი ტიერნო ბარიმ გამარჯვების გოლი გაიტანა — 3:2.
შეხვედრის შეფასება (10-დან 7)
მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას მთლიანად აკონტროლებდა, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები პირველ ტაიმში შეხვედრაში ძნელად ჩაერთო. 60 წუთის განმავლობაში საგოლე მომენტები ფაქტობრივად არ შექმნილა; მას მერეც კი, რაც ტელმა პენალტით ანგარიში გახსნა. ამით ქართველებმა ისარგებლეს, ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ კი წინ გავიდნენ… თუმცა, საბოლოოდ, შეხვედრის გიჟურ და ამაღელვებელ ბოლო მონაკვეთში „ბლუემ’’ ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი აბუაშვილი (10-დან 8)
55-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ შეცვალა. მანამდე მისი გუნდი საერთოდ ვერ ქმნიდა ხიფათს, მაგრამ თავდამსხმელმა მყისიერად დაარტყა შორიდან. ამ დარტყმის მოგერიება რესტეს მოუხდა. შემდეგ აბლინმა ბურთი დაკარგა, გორდეზიანმა მას მიაწოდა და აბუაშვილმა ანგარიში გახსნა. მერე ფოთის „კოლხეთის’’ მოთამაშემ შორეულ ძელთან ჩააწოდა და საზონოვს გოლი გაატანინა. მართალია, საქართველოს ნაკრები დამარცხდა, მაგრამ აბუაშვილმა „ბლუეს’’ ბევრი პრობლემა შეუქმნა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
