საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი შინ გაფრინდა. მას დედა გარდაეცვალა. „ლურჯების“ თავკაცი ნორვეგიასთან შეხვედრას ვერ დაესწრება. დეშამმა დედის გარდაცვალების ამბავი სამშაბათს დილით გაიგო. იმავე დღეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა სამძიმრის წერილი და გულშემატკივარს შეატყობინა, რომ დეშამის საქმეს რამდენიმე დღის განმავლობაში მისი ასისტენტი გი სტეფანი შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ „ლურჯებმა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორივე თამაში მოიგეს ― სენეგალს...
ჭდე: საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები
ახალგაზრდა ფრანგები ბოლო წამებზე იგებენ
ბოლო წუთებში მეტოქისთვის 3:2-ის გამოგლეჯა ჟერალდ ბატიკლის გუნდისთვის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდაო, წერს „პარიზიენი’’ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრის მიმოხილვაში: საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა დანიას, ისევე როგორც ჯგუფური ეტაპის მატჩში საქართველოს, ბოლო წამებზე შემოუტრიალა თამაში ― 3:2. ამჯერად ფრანგებმა გამარჯვების გოლები 84-ე და 85-ე წუთებზე გაიტანეს. „ბლუე’’ ნახევარფინალში გავიდა. ახალგაზრდა ფრანგებმა კვლავ გაირთულეს საქმე, ორჯერ ჩამორჩნენ მეტოქეს,...
ახალგაზრდა ლურჯები ჯოჯოხეთიდან საგიჟეთის გავლით დაბრუნდნენ
„ახალგაზრდა ლურჯები’’ (Bleuets) ჯოჯოხეთიდან დაბრუნდნენ! შაბათს, ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში მარცხის პირას მყოფმა საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საქართველოს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა ― წერს ფრანგული maxifoot და ქვემოთ ამ პორტალის მიმოხილვის ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს გაგაცნობთ. ფრანგებმა ანგარიში მატის ტელის მიერ დარტყმული პენალტით გახსნეს, მაგრამ შემდეგ გიორგი აბუაშვილისა და საბა საზონოვის დარტყმები გაუშვეს. იოაკინ ლეპენანმა...


