ევროპის 2027 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრები მალტას სტუმრად ეთამაშა და 5:0 გაანადგურა. რამაზ სვანაძის გუნდს ქულები ძალიან სჭირდებოდა, რადგან წინა ორ მატჩში დაუგეგმავი ქულები დაკარგა. პირველ ტაიმში ორი გოლი შევაგდეთ: ჯერ საბა ხარებაშვილმა მალტელთა მეკარის შეცდომა გამოიყენა და შორი მანძილიდან გოლი ცარიელ კარში გაიტანა; ტაიმის ბოლოს კი, ნიკოლოზ დადიანმა შორი მანძილიდან გაისროლა...
ჭდე: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
უფერული ფრე
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ქუთაისში, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან მატჩით დაიწყო და ფრედ, 1:1 ითამაშა. დასაწყისში საქართველო უკეთესი იყო და გოლიც ლიგიკურად გაიტანა. მეტოქის საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გაბრიელ სიგუა გაერკვა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ნელ-ნელა უპირატესობა ჩრდილოელთა მხარეს გადავიდა. პირველ ტაიმში კარი მშრალად შევინახეთ. თუმცა, მეორეში სტუმრებმა მაინც გაათანაბრეს. მატჩის...
ახალგაზრდა ლურჯები ჯოჯოხეთიდან საგიჟეთის გავლით დაბრუნდნენ
„ახალგაზრდა ლურჯები’’ (Bleuets) ჯოჯოხეთიდან დაბრუნდნენ! შაბათს, ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში მარცხის პირას მყოფმა საფრანგეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა საქართველოს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა ― წერს ფრანგული maxifoot და ქვემოთ ამ პორტალის მიმოხილვის ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს გაგაცნობთ. ფრანგებმა ანგარიში მატის ტელის მიერ დარტყმული პენალტით გახსნეს, მაგრამ შემდეგ გიორგი აბუაშვილისა და საბა საზონოვის დარტყმები გაუშვეს. იოაკინ ლეპენანმა...
რამაზ სვანაძე: ემოციების მართვა უნდა ვისწავლოთ
ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრებთან პირველი გამარჯვების შემდეგ, სლოვაკეთში მყოფი ქართველი ჟურნალისტები და გულშემატკივრები იმედიანად ველით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეორე შეხვედრას საფრანგეთის გუნდთან, რომელიც 14 ივნისს კვლავ ჟილინაში გაიმართება. მატჩამდე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ მატჩზე ისაუბრა. „პოლონეთთან მოგების შემდეგ გუნდში დადებითი განწყობაა. ბოლო წუთზე მოგებულმა თამაშმა ჩვენი სიხარული უფრო გააძლიერა....
სვანაძე: იმედია, პოლონეთთან იმ გუნდს იხილავთ, რომელსაც იცნობთ…
11 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პოლონეთთან პირველ მატჩს გამართავს. მატჩამდე რამაზ სვანაძემ გუნდი ჟილინაში ავარჯიშა, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მეორედ ვმონაწილეობთ. დარწმუნებული ვარ, სტაბილურობა შენარჩუნდება და წინსვლასაც მოვახერხებთ. სულ სხვა ფასი და გემო აქვს, როდესაც საგზურს საკუთარი შრომით მოიპოვებ – ეს გუნდის ემოციურ ზრდაზე...
23 ქართველი სლოვაკეთში…
რუმინეთთან დღევანდელი ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც სლოვაკეთში, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე იახლებს. მეკარეები ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი). მცველები საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი,...
ფინეთის შემდეგ სერბეთი…
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სერბეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მე-11 წუთზე გაბრიელ სიგუამ დააწინაურა, რომელმაც სერბების მეკარის შეცდომით ისარგებლა. 28-ე წუთზე ანგარიში გათანაბრსა – გოლი მატეია მიტროვიჩის ანგარიშზეა. ტაიმის მიწურულს ქართველი ფეხბურთელები თორნიკე მორჩილაძემ დააწინაურა. საბოლოო ანგარიში კი 84-ე წუთზე ირაკლი იაკობიძემ დააფიქსირა – ახალგაზრდულმა...
ჯგუფში გერმანიასთან…
უეფა-ს ოფისში, 21-წლამდე ნაკრებთა 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. უეფა-ს გადაწყვეტილებით ტურნირს სერბეთი და ალბანეთი ერთობლივად უმასპინძლებენ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რეიტინგში მეჩვიდმეტე ადგილზეა და წილისყრისას მეორე კალათაში მოხვდა. ჯგუფი F: გერმანია საქართველო საბერძნეთი ჩრდ. ირლანდია ლატვია მალტა შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
21-წლამდე ნაკრები თურქეთში
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მარტში დაიწყებს და 17-დან 25 მარტის ჩათვლით მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი ანტალიაში ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს – პირველი მეტოქე ფინეთის 21-წლამდელთა ნაკრები იქნება, მეორის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრები პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება,...
აზაროვი ახალგაზრდულში…
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 10 ოქტომბერს გუნდი სტუმრად შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 15-ში კი საკუთრ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ამ მატჩებში დონეცკის „შახტარის“ ქართველი ლეგიონერი ირაკლი აზაროვი დაეხმარება. შვედეთთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ლუკა გაგნიძე გამოტოვებს. ტრავმის გამო კი გუნდს...









