უეფა-ს ოფისში, 21-წლამდე ნაკრებთა 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. უეფა-ს გადაწყვეტილებით ტურნირს სერბეთი და ალბანეთი ერთობლივად უმასპინძლებენ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რეიტინგში მეჩვიდმეტე ადგილზეა და წილისყრისას მეორე კალათაში მოხვდა.
ჯგუფი F:
გერმანია
საქართველო
საბერძნეთი
ჩრდ. ირლანდია
ლატვია
მალტა
შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
