უფერული ფრე

Home სიახლეები უფერული ფრე
უფერული ფრე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ქუთაისში, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან მატჩით დაიწყო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

დასაწყისში საქართველო უკეთესი იყო და გოლიც ლიგიკურად გაიტანა. მეტოქის საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გაბრიელ სიგუა გაერკვა და ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ ნელ-ნელა უპირატესობა ჩრდილოელთა მხარეს გადავიდა. პირველ ტაიმში კარი მშრალად შევინახეთ. თუმცა, მეორეში სტუმრებმა მაინც გაათანაბრეს. მატჩის ბოლოსკენ ჩვენები უფრო მეტს უტევდნენ, მაგრამ… დიეგო დეისაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ აუღო. თუმცა, ჩრდილოირლანდიელებმა ერთხელ ძელს გაარტყეს ბურთი, ერთხელაც მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.

მთლიანობაში კარგი თამაში მხოლოდ 15-20 წუთი ვნახეთ, რაც ამ შესარჩევ ეტაპზე საკმარისი არ იქნება. შეგახსენებთ, ეს იყო ამ ჯგუფის პირველი მატჩი, სადაც ასევე გერმანიის, საბერძნეთის, მალტისა და ლატვიის ნაკრებები არიან.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.