ფიფა სულ უფრო და უფრო ძლევამოსილი ორგანიზაცია ხდება, ის მთელს მსოფლიოს თავს აწონებს ახალ-ახალი პროექტებით, მაგრამ როგორც ფრანგული საიტი sports.fr წერს, კულისებსმიღმა ამბებს მალავს არავის ახედებს, თუ როგორ დახარჯა კოლოსალური თანხები. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას აქვს თავისი ფონდები, რომელთა დახმარებით ქველმოქმედებასაც ეწევა, მონაწილეობს სოციალურ და საზოგადოებრივ პროექტებში, თუმცა ანგარიშს არავის აბარებს.
„სანდი თაიმსმა’’ გამოჩხრიკა საკმაოდ უხერხული საქმე, რომელიც 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ჩემპიონატის წინ გადაღებულ ცნობილ კლიპს „ვაკა ვაკას’’ ეხება. სიმღერას კოლუმბიელი მსახიობი შაკირა ასრულებს. კლიპში მონაწილეობს სამხრეთ აფრიკული ჯგუფი „ფრეშლიგრაუნდი’’. ინგლისური გაზეთი ამბობს, რომ გაურკვეველია სად წავიდა 8 მილიონი ევრო, რომელიც მაშინ ამ კლიპმა აკრიფა.
„ჩვენ ფიფას მთელი 15 წლის განმავლობაში ვუხდიდით როიალთებს (ჰონორარს პლუს პროცენტი შემდგომი გაყიდვებიდან), ხოლო ამ თანხის საქველმოქმედო პროექტებზე გადანაწილება უკვე მისი ამოცანა იყო’’, ― განაცხადა კომპანია Sony Music-მა, ფიფამ კი ხსენებული თანხის განაწილების საბუთები ვერ წარმოადგინა.
ფიფამ განაცხადა, რომ მან მონაწილეობა მიიღო პროექტებში, რომელთაც „ვაკა ვაკას’’ როიალთებზე გაცილებით მეტი თანხა სჭირდებოდა, , მაგრამ „სანდი თაიმსმა’’ გამოიკვლია, რომ ფონდი, რომელიც „ვაკა ვაკას’’ თანხებს ამ ქველმოქმედებაში აბანდებდა, 2014 წლის შემდეგ აღარ არსებობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 09:37ინფანტინოს გეგმას ტრამპის სიძემდე მივყავართ
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 08:41სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?
მთავარი ამბავი30/07/2026 | 07:53მამარდას მეორე ამხანაგური აშშ-ში
სიახლეები29/07/2026 | 11:17როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
