პარიზში გრძელდება მითქმა-მოთქმა რუსი მეკარის მატვეი საფონოვისა და უკრაინელი მცველის ილია ზაბარნის ერთ გუნდში თამაშის გამო. საკუთრივ ფეხბურთელები ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკს გაურბიან, სხვები კი დაბეჯითებით საუბრობენ. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ზაბარნის საფონოვის თანაგუნდელობაზე კატეგორიული უარი ჰქონდა ნათქვამი. ეს დაადასტურა ვეტერანმა ფეხბურთელმა ევგენი ლევჩენკომაც, რომელიც ამჟამად ნიდერლანდების ფეხბურთელთა პროფკავშირის პრეზიდენტია.
„დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ილიას პოზიცია ურყევი იყო. მე არ ვიცი რა პირობა მისცა მას „პარი სენ ჟერმენმა’’, მაგრამ სავარაუდოდ კონტრაქტზე ხელის მოწერის წინ კლუბი დაპირდა, რომ მისი მისვლისთვის საფონოვი გუნდში აღარ იქნებოდა. რაც ახლა ხდება ― ის, რომ ზაბარნი და საფონოვი ერთ გუნდში არიან, ― ილიას უკრაინაში სახელს უტეხავს. მას შეეძლო სხვა კლუბში გადასვლა, მაგრამ პსჟ-მ ის უბრალოდ მოატყუა. ზაბარნი პარიზელებს ამ ფაქიზ საკითხში გულუბრყვილოდ ენდო’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
