ჭდე: მატვეი საფონოვი

Home მატვეი საფონოვი
იქნება პარი სენ ჟერმენში როტაცია?
ჩანაწერი

იქნება პარი სენ ჟერმენში როტაცია?

თუკი ფეხბურთში არსებობს მუდმივი თემები, ერთ-ერთი მათგანი შემადგენლობის სწორად შერჩევაა. გამოიყვანს მწვრთნელი მოედანზე თერთმეტ ფეხბურთელს და იწყება დავა-კამათი იმის შესახებ, რომელიმე მათგანის მაგივრად სხვისი თამაში ხომ არ ჯობდა. საფრანგეთში კრიტიკით „მარსელის’’ გულშემატკივრები გამოირჩევიან. მათ ხშირად არ მოსწონთ რობერტო დე ძერბის რჩეულები, მითუფრო ახლა, როდესაც მათმა საყვარელმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრიუგესთან სტუმრად...

საფონოვი შინაურია და შევალიე არა?
ჩანაწერი

საფონოვი შინაურია და შევალიე არა?

თუკი დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივრები რამეზე ლაპარაკობენ ეს მეკარეების საკითხია. რუსმა მატვეი საფონოვმა ლუკა შევალიეს ტრავმით ისარგებლა და რამდენიმე შეხვედრაში ისე ეფექტურად ითამაშა, რომ როგორც Maxifoot წერს, კარში იერარქია შეარყია. შეგახსენებთ, რომ შევალიე ნოემბრის ბოლოს „მონაკოსთან’’ (0:1) შეხვედრაში დაშავდა და შემდეგ ტურში „რენთან’’ (5:0) ლუის ენრიკე იძულებული გახდა პსჟ-ს კარი საფონოვისთვის ჩაებარებინა. რუსმა ამ...

პარიზიენი: ერთი გმირი, დიდი სიხარული და ბევრი საფიქრალი
ჩანაწერი

პარიზიენი: ერთი გმირი, დიდი სიხარული და ბევრი საფიქრალი

„ამ შეხვედრის გმირი ერთადერთი ადამიანი შეიძლება იყოს. ეს მატვეი საფონოვია, რომელმაც განაახლა დებატები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს „პარი სენ ჟერმენის’’ მთავარი მეკარე. პენალტების სერიაში ოთხი დარტყმის მოგერიებით მან პარიზულ კლუბს წლის მეექვსე ტიტული მოუტანა და ეს მოხდა იმ მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა თანაგუნდელებმა ცუდად ჩაატარეს’’ ― წერს „პარიზიენი’’ საკონტინენტთაშორისო თასის შეხვედრის მეორე დღეს....

ვინ წაშალა მატვეი საფონოვი?
ჩანაწერი

ვინ წაშალა მატვეი საფონოვი?

„პარი სენ ჟერმენს’’ ხვალ საკონტინენტთაშორისო თასზე ბრაზილიურ „ფლამენგოსთან’’ აქვს თამაში. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ყატარში გამგზავრების წინ გუნდური ფოტო გადაიღო, რომელსაც მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ფოტოზე ცუდად ჩანს რუსი მეკარე მატვეი საფონოვი (მას წინა რიგში მდგომი ხვიჩა კვარაცხელია ეფარება), რამაც გააჩინა ეჭვი, რომ პარიზელთა სოციალური მედიისა და მარკეტინგის ჯგუფმა ის განზრახ ამოშალა. გამოქვეყნებულ სურათზე რუსის მარტო ფეხები და...

ვალერის გოლი ვალერას გუნდის კარში
ჩანაწერი

ვალერის გოლი ვალერას გუნდის კარში

რთულ დღეშია „პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე მატვეი საფონოვი. კლუბში ლუკა შევალიეს მიყვანამ ისედაც სათადარიგო მთლად სათამაშო წუთების გარეშე დატოვა და აგერ, პრაქტიკანაკლულმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში, პერუსთან შეხვედრაში უხეში შეცდომა დაუშვა. მის გამო რუსებმა პეტერბურგში დიდი ხნის მონატრებულ საერთაშორისო შეხვედრაში ვერ გაიმარჯვეს, არადა 82-ე წუთამდე 1:0-ს იგებდნენ. ანგარიში მე-18 წუთზე „მონაკოს’’ ნახევარმცველმა ალექსანდრ გოლოვინმა გახსნა. მიუხედავად...

პარი სენ ჟერმენმა ზაბარნი მოატყუა?
ჩანაწერი

პარი სენ ჟერმენმა ზაბარნი მოატყუა?

პარიზში გრძელდება მითქმა-მოთქმა რუსი მეკარის მატვეი საფონოვისა და უკრაინელი მცველის ილია ზაბარნის ერთ გუნდში თამაშის გამო. საკუთრივ ფეხბურთელები ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკს გაურბიან, სხვები კი დაბეჯითებით საუბრობენ. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ზაბარნის საფონოვის თანაგუნდელობაზე კატეგორიული უარი ჰქონდა ნათქვამი. ეს დაადასტურა ვეტერანმა ფეხბურთელმა ევგენი ლევჩენკომაც, რომელიც ამჟამად ნიდერლანდების ფეხბურთელთა პროფკავშირის პრეზიდენტია. „დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ...

საფონოვი: ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ
ჩანაწერი

საფონოვი: ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ

„პარი სენ ჟერმენის’’ რუსი მეკარე მატვეი საფონოვი, რომელიც ერთი შეხედვით სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ისე დაეჩვია, რომ არც კი აპროტესტებს, „პარიზიენის’’ თქმით სიტყვაძუნწი კაცია. ის პარიზში „კრასნოდარიდან’’ ერთი წლის წინ გადავიდა. სანაკრებო კვირაში საფონოვმა პსჟ-ში თავის პოზიციაზე ილაპარაკა. მან გასულ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა. საფრანგეთის თასზე მეთექვსმეტედფინალის გარდა ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საფონოვმა ერთხელ ჩემპიონთა ლიგაშიც...