მსოფლიო ფეხბურთში სკანდალია. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ნაწილ-ნაწილ უპირებს გაყიდვას, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია. უეფა ფიფას არც მეტი არც ნაკლები ბოიკოტით დაემუქრა, პროტესტი გამოთქვეს წამყვანმა საფეხბურთო ქვეყნებმაც, მაგრამ ინფანტინომ უკან არ დაიხია. მან თავისი განზრახვა დაადასტურა და თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის და მისი სხვა შეჯიბრებების ჩასატარებლად აპირებს შვილობილი კომპანიის Fifa Forward Enterprise-ის შექმნას, რომლის ფასიც იქნება 25 მილიარდი დოლარი და ამ თანხას ხსენებული შეჯიბრებების წილების სარფიანად გაყიდვით მოიზიდავს.
56 წლის ინფანტინომ თქვა: „ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ის შესაძლებლობაა და არა ვალდებულება. ჩვენ ამ საკითხზე კონსულტაციებს ვიწყებთ“.
შვეიცარიელმა თქვა, რომ გადამწყვეტი სიტყვა ფიფას წევრ 211 ფედერაციას ექნება.
კრიტიკოსებმა ფიფას სიხარბეში დასდეს ბრალი. ბევრმა ფედერაციამ, მათ შორის ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ ინფანტინოს ნაბიჯი სრული მოულოდნელობა იყო. მეტიც, როგორც გაირკვა გეგმის შესახებ ფიფას 8 ვიცე-პრეზიდენტიდან რამდენიმემ არაფერი იცოდა. ინფანტინო კი ამბობს, რომ პროექტი მას დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს მოუტანს.
ინფანტინო: „ფიფა რასაკვირველია კვლავ ფეხბურთის მმართველი იქნება, ამაში უცხო ვერ ჩაერევა და სამუდამოდ იარსებებენ ისეთი შეჯიბრებები, როგორებიცაა კაცთა და ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები“.
ინფანტინომ ფედერაციებს ხუთგვერდიანი წერილი გაუგზავნა და ვადა 19 სექტემბრამდე მისცა. მან ადრესატებს უთხრა, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში უკვე იანვარში მოგება 20 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ის ირწმუნება, რომ ორგანიზაცია Fifa Forward Enterprise-ის შექმნა უახლოეს მომავალში ახალი კაბო ვერდეების გამოჩენას უზრუნველყოფს.
არის ეჭვი, რომ ფიფას ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი იქნება ფონდი Thrive Eternal, რომელსაც დონალდ ტრამპის სიძისჯარედ კუშნერის ძმა ჯოშუა კუშნერი მართავს.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 09:37ინფანტინოს გეგმას ტრამპის სიძემდე მივყავართ
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 08:41სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?
