სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?

სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?

„ნეტავ ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს საგანგებო მზის სათვალეები ხომ არ დასჭირდებათ?“, – კითხულობს გაზეთი პარიზიენი და გვამცნობს, რომ 12 აგვისტოს, ევროპის სუპერთასის დღეს, როდესაც ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ერთმანეთს „პარი სენ ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ ხვდებიან მზის დაბნელებაა, რომელსაც ევროპელები ყველა დასახლებული პუნქტიდან დაინახავენ. შეხვედრა საღამოს 9 საათზე იწყება და თითქმის ემთხვევა მოვლენას, რომელიც ევროპაში 27 წელიწადია არ უნახავთ. ამჟამინდელი მზის დაბნელება 19:23-ზე დაიწყება, იქნება ნაწილობრივი (84 პროცენტიანი) და 1 საათსა 2 წუთს გასტანს. დაბნელება მაქსიმუმს 20 საათსა და 15 წუთზე მიაღწევს.

ამ დღეს მზე 20 საათსა და 25 წუთზე ჩავა, მაგრამ მთვარის კიდე მზის კიდეს საბოლოოდ 21:05-ზე დაცილდება.

რაიმე გავლენას ხომ არ მოახდენს მზის დაბნელება მატჩზე? – კითხულობს პარიზული გამოცემა და კითხვას თავად პასუხობს: პრინციპში ამან ფეხბურთელებს პრობლემა არ უნდა შეუქმნას. სხვა საქმეა, რომ ფრანგი ასტრონომების თქმით მზის დაბნელებას სასურველია არ მიაშტერდე, ყოველ შემთხვევაში დამცავი სათვალის გარეშე. ადამიანს თვალის ბადურაზე შესაძლოა შავი ხვრელი გაუჩნდეს, რაც არ იკურნება.

ბადურაზე ტკივილის რეცეპტორები არ არის ანუ პრობლემა მოგვიანებით იჩენს თავს. შესაბამისად რეკომენდებულია ისეთი სათვალის გაკეთება, რომელიც ულტრაიისფერ სხივებს 100%-ით ბლოკავს.

INDIA-SCIENCE-ASTRONOMY-ECLIPSE

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.