„ასტონ ვილამ’’ სტამბოლში „ფენერბაჰჩეს’’ 1:0 მოუგო. ეს იყო ევროპის ლიგის შეხვედრა, რომელშიც ყველაზე დიდი ყურადღება განრისხებულმა უნაი ემერიმ მიიპყრო. მან თავის ფეხბურთელს იური ტილემანსს ხელი ჰკრა. ამ შეხვედრაში ემერიმ სამი მოთამაშე შეცვალა. მათ შორის ბოლო იყო ტილემანსი. ბელგიელის ნაცვლად მოედანზე 18 წლის ჯორჯ ჰემინგსი შევიდა. ტილემანსმა ესპანელი მწვრთნელი როგორც ჩანს ისე გააბრაზა, რომ მან ფეხბურთელი...
ჭდე: ასტონ ვილა
ხვიჩას მომავალი მეტოქე
„არსენალის’’, „მანჩესტერ სიტისა’’ და „ლივერპულის’’ შემდეგ „პარი სენ ჟერმენს’’ ჩემპიონთა ლიგაში მეოთხე ინგლისურ გუნდთან მოუწევს თამაში: მეოთხედფინალში „ასტონ ვილას’’ ბარიერი ექნება გადასალახავი. პარიზელები ბირმინგემელებთან ცხადია ფავორიტებად მიიჩნევიან. „მერსისაიდელებთან’’ ჩატარებული ორი შესანიშნავი თამაშის შემდეგ ვერავინ წარმოიდგენს, რომ პსჟ-მ შეიძლება წააგოს გუნდთან, რომელიც მათ მიერ ძლეულ მეტოქეს პრემიერლიგის ცხრილში 25 ქულით ჩამორჩება. Canal+ -ის კონსულტანტმა და ყოფილმა...
დი ლორენცოს ინტერიც უმიზნებს
„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს შეძენა „ინტერსაც” მოუნდა. ეს ცნობა იტალიურმა რადიომ Kiss Kiss Napoli -მ გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ „ნერაძური” ნეაპოლელთა მარჯვენა მცველის გადაბირებას ყველა ხერხით შეეცდება. ამ ინფორმაციამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ დი ლორენცოს ყიდვით ინგლისის პრემიერლიგაში არიან დაინტერესებულნი. კერძოდ, ინგლისური კლუბებიდან „ასტონ ვილამ” და „მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოთქვეს მისი ყიდვის სურვილი....
ვის ყიდულობს ნაპოლი?
რიადში, იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერთან” 0:1 დამარცხების შემდეგ „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ მალე კიდევ ორ ახალ ფეხბურთელს იყიდის — მცველს და ნახევარმცველს. „სქაი სპორტის” ინფორმაციით ნახევარმცველი, რომელსაც დე ლაურენტისი გულისხმობდა არის 28 წლის ბელგიელი ლეანდერ დენდონკერი, რომელიც ჯერჯერობით ინგლისურ „ასტონ ვილაში” ირიცხება. „ის ნეაპოლში იჯარის წესით გადავა. ხელშეკრულებაში ჩაიწერება პუნქტი სეზონის ბოლოს...
ფორთოხალი ინგლისელებმა წაიღეს
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ასტონ ვილასთან” შინ 1:2 წააგო. ეს გახლდათ ტრადიციული „ტროფეო ნარანხა”, ამხანაგური მატჩი, ჯილდო, რომელსაც „ღამურები” 1959 წლიდან მოყოლებული სეზონის წინ „მესტალიაზე” ათამაშებენ. AS ამ შეხვედრის მიმოხილვას იწყებს წინადადებით: სად არიან ახალი ფეხბურთელები? „მესტალია” ისევ გაოცებულია. „ვალენსია” სინათლის წლებით ჩამორჩება საკუთარ თავს, იმ გუნდს, რომელსაც ისტორიის მანძილზე ვიცნობდით. ძირითადი შემადგენლობის თუ სათადარიგოთა სკამის...
სხვა ემერი
„ასტონ ვილას“ ახალი თავკაცის, უნაი ემერის რე-დებიუტი პრემიერლიგაში გასულ უქმეებზე შედგა და შესანიშნავი გამოდგა – ბირმინგემელებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ 3:1 დაამარცხეს. ემერი დარწმუნებულია, რომ ახლა გაცილებით მომზადებულია მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში სამუშაოდ. „ახლა პრემიერლიგური გამოწვევისთვის უფრო მზად ვარ, ვიდრე „არსენალში“ მუშაობისას. ზურგს „მეთოფეებთან“ ყოფნის წელიწადი და ოთხი თვე მიმაგრებს. იყო გარემოებები, რის გამოც ლონდონური კლუბის...
ჯერარდი დაიფრინეს
„ასტონ ვილამ” სტივენ ჯერარდი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა. ბირმინგემელებს მიმდინარე სეზონში უჭირთ, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. კლუბის ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა გუშინ, „ფულემთან” სტუმრად 0:3 წაგების შემდეგ აევსო. ეს გახლდათ გუნდის მე-6 მარცხი 11 შეხვედრაში. „ვილას” პრემიერლიგის ბოლო ოთხ ტურში არ მოუგია. გუნდი მე-17 ადგილზეა, გასავარდნთა ზონაზე ერთი პოზიციით მაღლა, თუმცა ქულებით „ვულვერჰემპტონის” ტოლადაა, რომელიც გასავარდნ მე-18...
ძმების მეოთხე ტიტული ხუთ წელიწადში
დღეს „მანჩესტერ სიტი” ქალაქში ღია ავტობუსით გავა და პრემიერლიგის თასს ხალხით სავსე ქუჩებში ჩამოატარებს. პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ტიტული დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს. ისინი „ასტონ ვილასთან” 69-ე წუთზე 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ ინგლისური ადათის თანახმად, მალე ყველაფერი ყირაზე დადგა. მოედანზე ახალმა შესულმა ილქაი გუინდოგანმა 76-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ორ წუთში როდრიმ გაქვითა, ხოლო კიდევ სამ წუთში გუინდოგანმა გამარჯვების...
არ მოგწონთ კოუტინიო?
სტივენ ჯერარდი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ კოუტინიუ შეაქოს. ან რატომ არ უნდა შეაქოს? ბრაზილიელმა „ასტონ ვილა“ – „ლიდსის“ მატჩში გოლი და ორი საგოლე პასი გააკეთა, შეხვედრა კი 3:3 დასრულდა. კოუტინიუ „ასტონ ვილას“ პირველი ფეხბურთელია ამ საუკუნეში, რომელმაც საშინაო „ვილა პარკზე“ პირველ ორ თამაშში გაიტანა გოლი (პრემიერლიგას ვგულისხმობთ). ბრაზილიელი ნახევარმცველი ფორმაში შევიდა, როგორც ჩანს, თავის...
ჯერარდი ვეღარ ჩერდება
სტივენ ჯერარდი „ასტონ ვილაში“ ეტყობა მართლაც რევოლუციას აპირებს. ფილიპე კოუტინიო ხომ გადაიყვანა იჯარით „ბარსელონადან“ და ბრაზილიელმაც პირველივე შეხვედრაში გაუმართლა, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სადებიუტო მატჩში (2:2), გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა. კოუტინიოს გარდა ბირმინგემელებმა კიდევ სამი მოთამაშე – შვედი მეკარე რობინ ულსენი (ასევე იჯარით), მარცხენა მცველი, ლუკ დინი და საკუთარი აკადემიიდან ჭაბუკი კერ სმითი დაიმატეს. საუბარია მადრიდის...









