რიადში, იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერთან” 0:1 დამარცხების შემდეგ „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თქვა, რომ მალე კიდევ ორ ახალ ფეხბურთელს იყიდის — მცველს და ნახევარმცველს. „სქაი სპორტის” ინფორმაციით ნახევარმცველი, რომელსაც დე ლაურენტისი გულისხმობდა არის 28 წლის ბელგიელი ლეანდერ დენდონკერი, რომელიც ჯერჯერობით ინგლისურ „ასტონ ვილაში” ირიცხება.
„ის ნეაპოლში იჯარის წესით გადავა. ხელშეკრულებაში ჩაიწერება პუნქტი სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის შესახებ. „ნაპოლის” დენდონკერის ტრანსფერთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებული აქვს. უახლოეს საათებში შეთანხმდება დარჩენილი დეტალები და ვალტერ მაცარის ნახევარდაცვის გაძლიერების შესაძლებლობა მიეცემა. გუნდს გასულ კვირაში უკვე შეუერთდა კიდევ ერთი ნახევარმცველი ტრაორე, ასე რომ „აძურის” მოედნის შუაში ვარიენტების რაოდენობა ეზრდება”, — დაწერა „სქაი სპორტმა”.
„ნაპოლისა” და „ასტონ ვილას” შორის ყველაფერი გარკვეულია. დე ლაურენტისი ბირმინგემის კლუბს 10 მილიონ ევროს გადაუხდის. ნეაპოლში ბელგიელის სამედიცინო შემოწმებისთვის ემზადებიან.
ვინ არის ლეანდერ დენდონკერი? ის გახლავთ ბელგიის ზონებეკეს მუნიციპალიტეტის სოფელ პასენდალეში დაბადებული ფეხბურთელი, რომელიც „ანდერლეხტის” ბავშვთა აკადემიამ აღზარდა. მან 6 წელი ითამაშა „ანდერლეხტის” დიდ გუნდში, რომლის შემადგენლობაშიც 125 შეხვედრა ჩაატარა, რის მერეც „ვულვერჰემპტონმა” ჯერ იჯარით წაიყვანა პრემიერლიგაში, შემდეგ კი გამოისყიდა. დენდონკერმა „ვულვზში” 124 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2022 წელს კი „ასტონ ვილაში” გადაბარგდა.
ის თავს ყველაზე კარგად მცველების წინ, ეგრეთწოდებული ჩამშლელი ნახევარმცველის ამპლუაში გრძნობს, თუმცა სამკაციანი დაცვის შუაშიც უთამაშია.
დენდონკერს ბელგიის ნაკრებში 32 შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები10/06/2026 | 15:02მოუ მენდეშთან შეკრულია?
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 11:13იამალმა, შარშან ბავშვი ვიყავიო
აქეთურ-იქითური10/06/2026 | 09:37აფრიკის საუკეთესო მსაჯი მაიამის აეროპორტიდან გამოაბრუნეს
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
