„ასტონ ვილამ” სტივენ ჯერარდი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა. ბირმინგემელებს მიმდინარე სეზონში უჭირთ, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. კლუბის ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა გუშინ, „ფულემთან” სტუმრად 0:3 წაგების შემდეგ აევსო. ეს გახლდათ გუნდის მე-6 მარცხი 11 შეხვედრაში.
„ვილას” პრემიერლიგის ბოლო ოთხ ტურში არ მოუგია. გუნდი მე-17 ადგილზეა, გასავარდნთა ზონაზე ერთი პოზიციით მაღლა, თუმცა ქულებით „ვულვერჰემპტონის” ტოლადაა, რომელიც გასავარდნ მე-18 ადგილზეა.
„ძნელია, როდესაც სამსახურიდან გიშვებენ, მაგრამ კაცი ვარ და უნდა მივიღო. კლუბის პოზიცია მესმის. დღეს ჩემთვის მძიმე დღე იყო”, — თქვა „ლივერპულის” 42 წლის ლეგენდამ.
ჯერარდი „ასტონ ვილას” თავკაცად 2021 წლის ნოემბერში დანიშნეს. მანამდე ის 3 წელი „გლაზგო რეინჯერსში” მუშაობდა.
ბირმინგემელთა თავკაცის ვაკანტურ ადგილზე მაურიციო პოჩეტინოს და თომას ტუხელის კანდიდატურებს განიხილავენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
