9 აგვისტოს, „ასტონ ვილამ“ ორი ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა: იაპონიის ნაკრების მეკარე ძიონ სუძუკი, რომელიც პარმადან გადავიდა და იტალიელი მცველი მატეო რუჯერი, რომელმაც მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვა. ეს უკანასკნელი ორ თვეზე ნაკლები ხნის წინ რასიზმის ბრალდებების გამო სკანდალში გაეხვა.
23 წლის სუძუკი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში „პარმას“ მთავარი მეკარე იყო და ასევე ითამაშა იაპონიის ნაკრებში მსოფლიოს 2026 წლისჩემპიონატზე.
24 წლის მარცხენა მცველმა რუჯერიმ მადრიდში მხოლოდ ერთი წელი გაატარა. მანამდე ის „ატალანტაში“ თამაშობდა, რომელთანაც 2023-24 წლების სეზონში ევროპის ლიგა მოიგო. „ასტონ ვილამ“ რუჯერისთვის 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

ფეხბურთელები ერთდროულად წარადგინეს და მათმა ერთად გადაღებულმა ფოტომ სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია.
„ნუ მისცემთ მათ საშუალებას, ერთმანეთს შეტყობინებები გაუგზავნონ“, – წერს სხვა მომხმარებელი.
„იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია“, – ასკვნის მესამე მომხმარებელი.
ფაქტია, რომ რუჯერი ივნისის ბოლოს დიდ სკანდალში გაეხვა. გაირკვა, რომ იტალიელი ქალებს 150 ევროს უხდიდა შავკანიანების შეურაცხმყოფელი აუდიო შეტყობინებებისთვის – შემდეგ კი მათთან ვიდეოებს იწერდა და უკან უგზავნიდა. რამდენიმე შეტყობინებამ საბოლოოდ ინტერნეტში გაჟონა, რის შემდეგაც ფეხბურთელი რასიზმში დაადანაშაულეს.
„ძალიან გარკვევით ილაპარაკე“, „მტკიცედ თქვი“, – ეს იყო კონკრეტული ფრაზები, რომლებიც მან აუდიო შეტყობინებებში გამოიყენა.
თუმცა, არც მადრიდის „ატლეტიკომ“, სადაც ის თამაშობდა, და არც თავად მატეომ არ გააკეთეს კომენტარი ამ ამბავზე.

ვიდრე „ასტონ ვილას“ ვარიანტი გამოჩნდებოდა, სუძუკი პსჟ-ში გადასვლასთან ახლოს იყო. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები დაახლოებით 35 მილიონი ევროს ოდენობის გარიგებაზე შეთანხმდნენ, ბონუსების ჩათვლით. მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპზე იყო, მაგრამ ტრანსფერი ბოლო წუთს ჩაიშალა. მიზეზი: მეკარის წარმომადგენლებმა აგენტის საკომისიოს მოთხოვნები შეცვალეს, მეტი თანხა მოითხოვეს.
„ასტონ ვილა“ თითქმის მაშინვე შეუერთდა იაპონელი მეკარისთვის ბრძოლას და ის აიყვანეს.
სუძუკი იაპონელი დედისა და განელი მამის შვილია, მაგრამ შეერთებულ შტატებში დაიბადა. ახალგაზრდა ასაკში ის დედის სამშობლოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მუდმივ შეურაცხყოფას აწყდებოდა.
„დისკრიმინაციის შესახებ სკოლიდან ვიცი, მაგრამ პროვოკაციებს არასდროს ავყოლივარ“, – აღიარა მეკარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ახლა სუზუკი თავის მენტალიტეტს უდიდეს ღირსებად მიიჩნევს. ამიტომ, ის, სავარაუდოდ, მშვიდად მიიღებს ხუმრობებს რასისტული სკანდალის მონაწილესთან ერთობლივი პრეზენტაციის შესახებ.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 16:24მაიამი ელის კევინს
