ევროპის ლიგის ფლეი ოფში სათამაშოდ „იბერია 1999“ პოლონეთში, „იაგელონიას“ ეწვია და 0:4 დამარცხდა. იბერიელებმა კარგად დაიწყეს და ორი სახიფათო მომენტის შექმნეს, თუმცა მასპინძლებმა მე-20 წუთიდან თამაში მისთვის სასურველ კალაპოტში გადაიყვანეს და შესვენებამდე ორი ბურთიც შეაგდეს:
ჯერ „იბერიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მაკარიძემ კი მოიგერია, მაგრამ მსაჯმა ქართული გუნდის მხრიდან წესების დარღვევის გამო ხელმეორედ დარტყმის უფლება მისცა და იმასმა ანგარიში გახსნა; ტაიმის ბოლოს კი აგბონიფომ საჯარიმოში გაინავარდა და 2:0.
მეორე ტაიმი „იბერიას“ გოლით დაიწყო – ნიკა სიხარულაშვილის პასის შემდეგ ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა, მაგრამ საქმეში VAR-ი ჩაერია და ჯარიმა დააფიქსირა. საათის თავზე კი ალ ჰასანის ავტოგოლით ანგარიში უკვე 0:3 იყო.
„იბერია“ ცდილობდა ანგარიშში სხვაობის შემცირებას, მაგრამ დაცვასაც უჭირდდა და კიდევ რამდენჯერმე გადარჩა. ბოლოს თავადაც შექმნა ორიოდე მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა და მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მეოთხეც გაუშვა და, დიდი ალბათობით, კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპით დაკმაყოფილდება.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
