მანუჩარ მარკოიშვილი „გალათასარაის“ მთავრ მწვრთნელად დაინიშნა – ინფორმაცია თურქულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„გალათასარაის“ საკალათბურთო კლუბმა შეთანხმებას მიაღწია მანუჩარ მარკოიშვილთან, რომელიც ჩვენს კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.
მას „გალათასარაის“ ფორმით კალათბურთელობისას უკვე მოუპოვებია ჩემპიონის ტიტული. კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა წამყვან ევროპულ კლუბებში.
მარკოიშვილი „გალათასარაის“ 2012–2013 წლების სეზონის შუა პერიოდში შეუერთდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა გუნდის მიერ 2013 წელს თურქეთის საკალათბურთო ლიგის ჩემპიონობის მოპოვებაში. იგი ასევე იყო იმ შემადგენლობის წევრი, რომელმაც 2013–2014 წლების სეზონში ევროლიგის მეოთხედფინალამდე მიაღწია.
სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას მოჰკიდა ხელი: მუშაობდა მთავარ მწვრთნელად საკალათბურთო კლუბ „ტიტებში“, მოგვიანებით კი „მონაკოს“ სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.
„მონაკოში“ მან ევროლიგაში მუშაობის გამოცდილება მიიღო და წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებებში, მათ შორის, საფრანგეთის ჩემპიონატის, საფრანგეთის თასისა და საფრანგეთის სუპერთასის მოგებაში.
2026 წელს მარკოიშვილი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელად მუშაობდა. იგი ამავე დროს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციებსაც ასრულებს“, – წერს თურქული კლუბის ოფიციალური გვერდი.
მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთში უკვე ჩავიდა და ახალ კლუბში საქმიანობას შეუდგა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
