საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალექსანდარ ჯიკიჩი გაწვრთნის. 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის „ჰაპოელში“ დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ახლა ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ გუნდში იმუშავებს. ჯიკიჩის კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა,...
ჭდე: მანუჩარ მარკოიშვილი
თავადი მანუ
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ტურნირში, ევროლიგაში მოასპარეზე „მონაკოს“ სამწვრთნელო შტაბში მანუჩარ მარკოიშვილი იმუშავებს. ჩვენებური მთავარი მწვრთნელის, ჩერნოგორიელი ზვეზდან მიტროვიჩის ასისტენტი იქნება. მარკოიშვილი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის დამხმარეც არის. ორ გამოცდილ სპეციალისტთან მუშაობა კი, „მანუს“ ძალიან უნდა წაადგეს. მარკოიშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მოედანზე ინტელექტით გამოირჩეოდა. ამიტომაც, მისი სამწვრთნელო კარიერა...
ქართველები, უცხოეთში პირველები…
თორნიკე შენგელიამ ეპანეთის ჩემპიონატი რომ მოიგო, უკვე იცით. ისიც იცით, რომ თოკო პირველი ქართველია, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულზე ჩემპიონის ტიტულს შეწვდა, თუმც ქართველები სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონებიც არიან… მოდით ერთად გავიხსენოთ და გადავავლოთ თვალი ვინ, სად და როდის გახდა ჩემპიონი უცხოეთში … ცხადია, ყველაზე ტიტულოვანი ზაზა ფაჩულიაა, რომელსაც თითებს NBA-ს ორი საჩემპიონო ბეჭედი უმშვენებს. საქართველოს ნაკრების ყოფილი...
შენგელია რუსულ არმიაში ჩაეწერა
უკვე მთელი ევროპული მედია თორნიკე შენგელიას რუსულ ცსკა-ში გადასვლაზე წერს. ყველა დადასტურებულად – მხოლოდ შენგელიას ყოფილ კლუბ „ბასკონიასა“ და ახალს – ცეესკას არ უთქვამთ არაფერი. არადა, ქართველი კალათბურთელის რუსული არმიის კლუბში გადასვლამდე მანამდეც ბევრი იწერებოდა, მაგრამ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თორნიკემ ცეესკას კალათბურთელია. რუსებმა თავისი მაინც გაიტანეს და „ბასკონიასთან“, რომელთანაც ქართველ ფორვარდს კონტრაქტი...



