ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ სტუმრად „ვალენსიას“ შეხვდა და 2:1 მოუგო. გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე მეორე ტაიმში, 1:1-ზე შევიდა და შეხვედრის მთავარი გმირი გახდა – 90+6-ე წუთზე ვილიარეალმა სამი ქულა ქართველის მიერ გატანილი ბურთით მოიპოვა. გოლი კი მართლაც მაგარი გაიტანა…
ჭდე: ქართული ლეგიონი
ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
მანუჩარ მარკოიშვილი „გალათასარაის“ მთავრ მწვრთნელად დაინიშნა – ინფორმაცია თურქულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. „გალათასარაის“ საკალათბურთო კლუბმა შეთანხმებას მიაღწია მანუჩარ მარკოიშვილთან, რომელიც ჩვენს კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. მას „გალათასარაის“ ფორმით კალათბურთელობისას უკვე მოუპოვებია ჩემპიონის ტიტული. კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა წამყვან ევროპულ კლუბებში. მარკოიშვილი „გალათასარაის“ 2012–2013 წლების სეზონის შუა პერიოდში შეუერთდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა გუნდის მიერ...
მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგაში „ვილიარეალი“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ მასპინძლობს. ნეაპოლელები მატჩის დასაწყისში დაწინაურდნენ, მაგრამ „ვილიარეალმა“ ანგარიში მალე გაათანაბრა, გოლი კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც მეკარეს დაასწრო და მახვილი კუთხიდან ოსტატურად შეაგორა ბურთი კარში. რამდენიმე წუთში „ვილიარეალმა“ მეორე გოლიც გაიტანა და დაწინაურდა – 2:1
შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]
სანაკრები პაუზის შემდეგ საკლუბო ჩემპიონატები განახლდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთრ მოედანზე „ლე მანი“ მიიღო. ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა შორის დატოვა, პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე ხვიჩა მოედანზე შევიდა და ფაქტობრივად, ბურთთან პირველივე შეხება გოლად აქცია (61-წუთი) და პსჟ დააწინაურა – 2:1. რამდენიმე წუთში აკლიუშმა მესამე ბურთიც გაიტანა და პარიზელთა უპირატესობა კიდევ...
ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ახალი სეზონი შედეგიანად დაიწყო ბუდუ ზივზივაძემ, რომლის „ჰაიდენჰაიმმა“ პირველი ტურის მატჩში „ოსნაბრუკს“ უმასპინძლა და 4:3 მოიგო. ანგარიში ბუდუმ მე-10 წუთზე გახსნა, 6 წუთში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მეორე გოლიც გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. ზივზივაძე 88-ე წუთზე შეცვალეს, მის მიერ სეზონში გატანილი პირველი ბურთი კი ასეთი იყო: რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას,...
ზურიკომაც გაიტანა [VIDEO]
საფრანგეთი ლიგა 2-ში „სენტ-ეტიენმა“ „ანესს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა, მასპინძელთაგან ერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. გოლის გარდა, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა.
მიქაუტაძის მეცხრე ესპანური… [VIDEO]
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ და „სოსიედადს“ მასპინძლობს და პირველ ტაიმში 3:0 ამარცხებს. მასპინძელთაგან მეორე ბურთი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომლისთვას ეს ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი მეცხრე გოლია.
სილაგაძე იბერიიდან პოდბრეზოვაში
თბილისის „იბერიის“ თავდამსხმელი ლუკა სილაგაძე კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს – ქართველმა ფეხბურთელმა „პოდბრეზოვასთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი – ტრანსფერი სლოვაკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 26 წლის სილაგაძეს თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია, ძირითადად კი გარემარბად თამაშობს. პროფესიული კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, მალე თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა, შემდეგ კი „რუსთავში“ მოსინჯა ძალები, უცხოეთში კი ლატვიური „ვალმიერეას“, „ლიეპაიასა“ და რფს-ის...
საჯარიმოში გაიხსნა და შეასრულა… [VIDEO]
გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა ესპანეთის ლა ლიგაში. „ვილიარელი“ „ალავესის“ მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში 3:0 გახადა. გოლი კი მართლაც ოსტატურად შეასრულა…
კვარას გოლი ფინალში [VIDEO]…
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა – 1:1 (პენ. 2:1). შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა… იხილეთ ვიდეო…
![Mikautadze11 სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/10/Mikautadze11-360x360.jpg)

![Mikautadze-1 მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/10/Mikautadze-1-360x360.jpg)
![Kvaratskhelia-11 შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/10/Kvaratskhelia-11-360x360.jpg)
![Budu-Zivzivadze-1 ბუდუმ სეზონი გოლით დაიწყო [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/08/Budu-Zivzivadze-1-360x360.jpg)
![Davitashvili-Ziriko ზურიკომაც გაიტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Davitashvili-Ziriko.jpg)
![Georges Mikautadze მიქაუტაძის მეცხრე ესპანური… [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/10/Georges-Mikautadze.jpg)

![Georgi-Mikautadze-11111 საჯარიმოში გაიხსნა და შეასრულა… [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/01/Georgi-Mikautadze-11111.jpg)
![Kvara_1 კვარას გოლი ფინალში [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Kvara_1.jpg)