თბილისის „იბერიის“ თავდამსხმელი ლუკა სილაგაძე კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში გააგრძელებს – ქართველმა ფეხბურთელმა „პოდბრეზოვასთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი – ტრანსფერი სლოვაკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
26 წლის სილაგაძეს თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია, ძირითადად კი გარემარბად თამაშობს. პროფესიული კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, მალე თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა, შემდეგ კი „რუსთავში“ მოსინჯა ძალები, უცხოეთში კი ლატვიური „ვალმიერეას“, „ლიეპაიასა“ და რფს-ის ღირსებას იცავდა.
ლატვიიდან სილაგაძე საქართველოში დაბრუნდა და თამაში თბილისის „იბერიაში“ გააგრძელა, სადაც გასულ სეზონში 4 გოლი გაიტანდა, 6 საგოლე გადაცემა შეასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
„საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჩვენს კლუბში ითამაშებს. მას უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს. დარწუნებული ვარ, ლუკა სილაგაძე „პოდბრეზოვას“ წარმატებაში თავის წვლილს შეიტანს.
მისი ძლიერი მხარეები კრეატიულობა და შეტევაში კარგი თამაშია, ასევე, ძლიერია სტანდარტული მდგომარეობების დროსაც. იმედი მაქვს, გუნდის ახალწვეული ჩვენს იმედებს გაამართლებს“, – განაცხადა „პოდბრეზოვას“ გენერალურმა დირექტორმა მიროსლავ პოლიაჩეკმა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
