საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში „ლიონმა“ „რეიმსს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჭდე: ქართული ლეგიონი
კვარამ პარიზში დაიწყო [VIDEO]…
„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „რეიმსთან“ მატჩში შედგა. შეხვდერის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ლიდერი „პარკ დე პრენსზე“ პსჟ-ის ქომაგების წინაშე წარადგინეს. შეხვედრის 47-ე წუთზე კი კვარამ ახალ გუნდში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლის შემდეგაც უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა. საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა, კვარაცხელია კი 83-ე წუთზე შეცვალეს.
ქოჩორაშვილი, დარტყმა, არის! [VIDEO]
ესპნეთის ლა ლიგა 2-ში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები შეხვდნენ – „ლევანტემ“ (გიორგი ქოჩირაშვილი) „გრანადა“ (გიორგი წიტაიშვილი) 3:1 დაამარცხა. ვალენსიელთაგან მესამე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა და შეხვეედრას წერტილი დაუსვა. გიორგი ქოჩორაშვილისთვის მიმდინარე სეზონში ეს მეხუთე გოლი იყო, ამას გარდა მას სამი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
ოფიციალურად: კვარაცხელია პსჟ-ის N7
ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშე – ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, მანამდე ხვიჩამ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. გავრცელებული ინფორმაცვიით, პარიზულმა კლუბმა ტრანსფერში 70 მილიონი ევრო (ბონუსების გარეშე) გადაიხადა. კვარაცხელიას ტრანსფერზე კომენტარი პსჟ-ის პრეზიდენტმა. ნასერ ალ ხელაიფმა გააკეთა: „დიდი სიხარულით მივესალმებით კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლას. ის მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა...
ჩაკვეტაძემ ინგლისში მეორე გოლი გაიტანა [VIDEO]
ინგლისის ჩემპიონშიპში „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „კარდიფს“ მასპინძლობს. „კარდიფი“ მეორე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ ჩაკვეტაძემ 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ინგლისის ჩემპიონშიპში მეორე გოლი გაიტანა. „უოტფორდმა“ პირველ ტაიმში ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა, მეორე გოლი გაუშვა და 1:2 მარცხდება.
ბუდუმ გერმანიაში ისევ გაიტანა [ვიდეო]…
სანაკრებო პაუზის დაწყებამდე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში „კარლსრუეს“ შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძემ მერვე გოლი გაიტანა და გუნდი „მიუნსტერთან“ მატჩში დააწინაურა.
ლეგიონი: 2 ლელო და 21 ქულა
გასულ უქმეებზე ტოპ 14-ში ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო პრო დ2-ში ლელოც დაიდო და ქართველმა ჩუბინებმაც გამოიჩინეს თავი. ტოპ 14 „პომ“ წყალწაღებულ „სტად ფრანსეს“ უმასპინძლა და ბონუსით დაამარცხა – 30:16. ბასკთაგან ერთი ლელო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბექა გორგაძემ გაიტანა: 57-ე წუთზე მოგებულ შერკინებას უბურთოდ მოწყდა, ლელოსკენ დაიძრა და პარტნიორისგან დროული პასი მიიღო, სიჩქარეაკრეფილი მძლავრი ბორჯღალოსნის...
23-ე ტულუზური და 25 ქართველი
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონი არ შეცვლილა – მარსელის „ველოდრომზე“ გამართულ ფინალში უბრწყინვალესი ანტუან დიუპონის „ტულუზმა“ „ბორდო“ უბრალოდ გააცამტვერა – 59:3. ტულუზური გრანდი მართლაც რომ უძლეველია – საფრანგეთის ჩემპიონობაც შეინარჩუნა და ევროპის ჩემპიონთა თასიც დაისაკუთრა! სამწუხაროდ, „ბორდოს“ ერთადერთმა ქართველმა ლექსო ყაულაშვილმა ნახევარფინალის ბოლო წამებზე ტრავმა მიიღო და ფინალს გამოაკლდა, თუმცა, ძალთა შეფარდებას მისი თამაშიც ვერანაირად შეცვლიდა, იმდენად...
გიგაშვილმა ლელო გაიხსენა
საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-14 ტური გაიმართა და მასში მონაწილეობა 10-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. წინა ტურებისგან განსხვავებით, ამჯერად ერთადერთი ქართული ლელო დაფიქსირდა: „ტულონისა“ და „ბორდოს“ შეხვედრის მე-14 წუთზე სტუმართა ლელოდან 15 მეტრში რაქი შეიქმნა, საიდანაც ბურთი ჩვეულ სტილში ვასილ ლობჟანიძემ გამოიტანა, მიზნისკენ სწრაფად დაიძრა და მისი შეჩერება ბორდოელებმა მხოლოდ კოლექტიურად შეძლეს, მაგრამ ტულონელთა შეტევა გაგრძელდა და...
აზაროვი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში
დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი, ირაკლი აზაროვი 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ანალიზისა და სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა დაასახელა. უკრაინულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილით დაასრულა და გაზაფხულზე ევროპის ლიგაზე ითამაშებს. აზაროვმა ამ მატჩებში საშუალოდ 7,0 ქულა მიიღო, რაც მის პოზიციაზე ყველაზე მაღალი შეფასება აღმოჩნდა. რჩეულთა შორის დონეცკის „შახტარის“ მხოლოდ...

![Khvicha-Kvaratskhelia-111 კვარამ პარიზში დაიწყო [VIDEO]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/01/Khvicha-Kvaratskhelia-111.jpg)
![Koshorashvili-11 ქოჩორაშვილი, დარტყმა, არის! [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/01/Koshorashvili-11.jpg)

![Giorgi Chakvetadze ჩაკვეტაძემ ინგლისში მეორე გოლი გაიტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2024/09/Giorgi-Chakvetadze.jpg)
![Budu ბუდუმ გერმანიაში ისევ გაიტანა [ვიდეო]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2024/11/Budu.jpg)



