ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშე – ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, მანამდე ხვიჩამ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
გავრცელებული ინფორმაცვიით, პარიზულმა კლუბმა ტრანსფერში 70 მილიონი ევრო (ბონუსების გარეშე) გადაიხადა.

კვარაცხელიას ტრანსფერზე კომენტარი პსჟ-ის პრეზიდენტმა. ნასერ ალ ხელაიფმა გააკეთა: „დიდი სიხარულით მივესალმებით კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლას. ის მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და ფანტასტიკური ფეხბურთელია.
ხვიჩა თავადაც ძალიან იყო მონდომებული, რომ ჩვენი დიდი კლუბის წევრი გამხდარიყო. დარწმუნებული ვარ, „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ის ყველა თავის მიზანს და ოცნებას აისრულებს“.
მოსალოდნელია, რომ კვარაცხელიას ოფიციალური დებიუტი პსჟ-ის შემადგენლობაში 26 იანვარს, „რეიმსთან“ მატჩში შედგება.
????✍️#WelcomeKvara pic.twitter.com/v3LEv8N1In
— Paris Saint-Germain (@PSG_inside) January 17, 2025
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
