„ნეტავ ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს საგანგებო მზის სათვალეები ხომ არ დასჭირდებათ?“, – კითხულობს გაზეთი პარიზიენი და გვამცნობს, რომ 12 აგვისტოს, ევროპის სუპერთასის დღეს, როდესაც ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ერთმანეთს „პარი სენ ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ ხვდებიან მზის დაბნელებაა, რომელსაც ევროპელები ყველა დასახლებული პუნქტიდან დაინახავენ. შეხვედრა საღამოს 9 საათზე იწყება და თითქმის ემთხვევა მოვლენას, რომელიც ევროპაში...
ჭდე: ევროპის სუპერთასი
სიტის პირველი და გვარდიოლას მეოთხე სუპერთასი
„მანჩესტერ სიტიმ” ათენში სეზონის პირველი ჯილდო მოიგო. ეს ჯილდო ევროპის სუპერთასია. არადა, შესვენებამდე იუსეფ ენ ნასირიმ სევილიელები დააწინაურა. ეს ის ენ ნასირია, რომელმაც „სიტისთან” შეხვედრამდე ხუთი დღით ადრე, ლა ლიგის პირველ ტურში, „ვალენსიას”, კერძოდ გიორგი მამარდაშვილსაც გაუტანა გოლი, თუმცა „სევილიამ” ის შეხვედრა 1:2 წააგო. შესვენების შემდეგ კოულ პალმერმა ანგარიში გაათანაბრა. ეს კი ის კოულ პალმერია,...
ხუთოსანი „რეალი“
ახალი საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად არცთუ სანახაობრივი მატჩით გაიხსნა. უეფას სუპერთასის შეხვედრაში ლამის მოსიარულე „რეალმა“ „აინტრახტი“ 2:0 მშვიდად დაამარცხა, მეხუთედ მოიპოვა ეს პრიზი და რეკორდსმენებს – „ბარსელონას“ და „მილანს“ გაუთანაბრდა. ნათლად ჩანდა კლასში განსხვავება ჩემპიონთა და ევროპა ლიგის გამარჯვებულებს შორის. თამაში მართლაც მოსაწყენი გამოვიდა და ამას ჰელსინკის სტადიონის ტრიბუნებზე ხშირი სტვენაც ადასტურებდა. საერთოდ, მსგავს შეხვედრებში გუნდები...
შავი ლომი ექვსი დებიუტანტით
როგორც იქნა, დაბრუნდა ის დრო, როცა საქართველოში საერთაშორისო სარაგბო მატჩს სტადიონის ტრიბუნებიდან თვალ-ყურს გულშემატკივრები ადევნებენ. მერე რა, რომ ისედაც არცთუ ტევადი „ავჭალა“ მხოლოდ 30%-ით შეივსება. მთავარია, რომ უამრავი ადამიანი კვლავ შეიგრძნობს რაგბის სულისკვეთებას არა ტელეეკრანთან მჯდომი, არამედ მოქმედების უშუალო სიახლოვეს, უმთავრესი კი ისაა, რომ ქართველ მორაგბეებს დაემატებათ მე-16 მოთამაშე, რომელიც ესოდენ აკლდა აგერ უკვე თითქმის...
სუპერკეპამ სუპერთასი ჩელსის მოუტანა
ევროპის სუპერთასი „ჩელსიმ“ მოიგო. მან ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ „ვილიარეალი“ დაამარცხა. ძირითადი დრო დასრულდა 1:1, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი ლონდონელთაგან მარტო კაი ჰავერცმა ვერ გაიტანა, ხოლო ესპანური გუნდის ფეხბურთელებიდან ალჟირელ აისა მანდისა და 35 წლის რაულ ალბიოლს მოეცარათ ხელი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის გამარჯვებულთა შეხვედრაში ყველაზე მეტად იმან მიიპყრო ყურადღება, რომ „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას...
ბაიერნმა სუპერთასიც მოიგო
ევროპის სუპერთასზე, დამატებით დროში, ხავი მარტინესის გოლით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ბაიერნმა” ევროლიგის გამარჯვებულ „სევილიას” 2:1 მოუგო და ჯილდოს დაეუფლა. თამაში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე” გაიმართა. ეროვნებით ბასკი მარტინესი, რომელსაც ზაფხულში „ბილბაოში” ელოდნენ, გერმანული კლუბის ერთგული დარჩა და, როგორც გაირკვა, სწორადაც მოიქცა — „რეკორდმაისტერის” მორიგი ტიტულის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. შეხვედრას 20 000 მაყურებელი დაესწრო. მე-13 წუთი...
რამოსმა კლოპს შვიდი შეახსენა
იურგენ კლოპსა და სერხიო რამოსს შორის კამათი გრძელდება. ეს ის კამათია, რომელიც მაისის ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაიწყო. მოგეხსენებათ, იმ შეხვედრაში „ლივერულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი „რეალის” მცველსა და კაპიტანთან ჭიდაობის მსგავს ორთაბრძოლაში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა. თითქოსდა ჩამცხრალი ვნბათაღელვა გასულ კვირაში მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა განაახლა, როდესაც რამოსის „ნებისმიერ ფასად გამარჯვების სტილი” გააკრიტიკა. „რეალს”...






