ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მომავალი შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა. რამაზ სვანაძე – „მინდა, მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას ამ დიდი ნდობისთვის. საფეხბურთო სამყაროში არიან ფეხბურთელები, რომლებიც უფრო იოლი გზით მიდიან მწვრთნელობამდე. მე აქამდე მარტივად არ მოვსულვარ, რთული გზა გავიარე და ამიტომ, არ უნდა...
ჭდე: რამაზ სვანაძე
სანიოლი: 25 – 10 – 23
ვილი სანიოლისა და საქართველოს ისტორია დამთავრდა, – წერს „პარიზიენი“. შაბათს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ფრანგთან თანამშრომლობას ასრულებს. სანიოლი საქართველოს ნაკრებს ხუთი წლის განმავლობაში ედგა სათავეში. სფფ-ს განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მარცხი ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდთან – 0:1. „პარიზიენი“ წერს, რომ ამ შეხვედრის მსვლელობისას 2026 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტმა ხვიჩა...
სანიოლი სვანაძემ შეცვალა
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი, რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის – ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. „ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის...
ახალგაზრდული სამი დებიუტანტით…
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებისთვის ემზადება. ახალგაზრდა „ჯვაროსნები“ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 27 მარტს ლატვიას უმასპინძლებენ, ხოლო 31 მარტს – მალტას. ორივე მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. 21-წლამდელების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა – სვანაძის რჩეულთა შორის სამი დებიუტანტია: ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი (ორივე „იბერია“)...
საბერძნეთი, გერმანია და ოთხი დებიუტანტი…
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთთან გასვლითი და გერმანიასთან საშინაო მატჩებისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი საბერძნეთს 14 ნოემბერს ათენში დაუპირისპირდება, ხოლო გერმანიას 18 ნოემბერს თბილისში უმასპინძებს. აღნიშნული მატჩებისთვის მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. 21-წლამდე ნაკრებს 4 ახალწვეული შეუერთდება – პაპუნა ბერუაშვილი, გიორგი გვასალია, ოთარ ჩოჩია, დიმიტრი ღურწკაია ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული. მეკარეები მიხეილ მაქაცარია...
უფერული ფრე
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ქუთაისში, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან მატჩით დაიწყო და ფრედ, 1:1 ითამაშა. დასაწყისში საქართველო უკეთესი იყო და გოლიც ლიგიკურად გაიტანა. მეტოქის საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გაბრიელ სიგუა გაერკვა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ნელ-ნელა უპირატესობა ჩრდილოელთა მხარეს გადავიდა. პირველ ტაიმში კარი მშრალად შევინახეთ. თუმცა, მეორეში სტუმრებმა მაინც გაათანაბრეს. მატჩის...
სვანაძის ახალი გუნდი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 9 სექტემბერს, 20:00 საათზე ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ჩაატარებს. მოახლოებული მატჩისთვის გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე (იბერია 1999). მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე...
რამაზ სვანაძე: ემოციების მართვა უნდა ვისწავლოთ
ევროპის ჩემპიონატზე პოლონეთის ნაკრებთან პირველი გამარჯვების შემდეგ, სლოვაკეთში მყოფი ქართველი ჟურნალისტები და გულშემატკივრები იმედიანად ველით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეორე შეხვედრას საფრანგეთის გუნდთან, რომელიც 14 ივნისს კვლავ ჟილინაში გაიმართება. მატჩამდე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მომავალ მატჩზე ისაუბრა. „პოლონეთთან მოგების შემდეგ გუნდში დადებითი განწყობაა. ბოლო წუთზე მოგებულმა თამაშმა ჩვენი სიხარული უფრო გააძლიერა....
სვანაძე: იმედია, პოლონეთთან იმ გუნდს იხილავთ, რომელსაც იცნობთ…
11 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პოლონეთთან პირველ მატჩს გამართავს. მატჩამდე რამაზ სვანაძემ გუნდი ჟილინაში ავარჯიშა, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მეორედ ვმონაწილეობთ. დარწმუნებული ვარ, სტაბილურობა შენარჩუნდება და წინსვლასაც მოვახერხებთ. სულ სხვა ფასი და გემო აქვს, როდესაც საგზურს საკუთარი შრომით მოიპოვებ – ეს გუნდის ემოციურ ზრდაზე...
ევროპამდე ექსპერიმენტით…
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ საკონტროლო მატჩი გამართა რუმინეთთან და 0:1 დამარცხდა. რამაზ სვანაძემ უკვე დაასახელა ის 23 ფეხბურთელი, რომელიც სლოვაკეთში გაემგზავრება, მანამდე კი რუმინეთთან ყველა ფეხბურთელი გამოსცადა ორი ტრავმირებულის (გოგლიჩიძე და ლომინაძე) და მეკარეების გარდა. ვერ ვიტყვით, რომ მეტოქემ საქართველოს აჯობა და ისე მოიგო. სვანაძემ რამდენიმე სიახლეს მიმართა. იყვნენ დებიუტანტებიც, სათამაშო სქემაც ოთხმცველიანი...









