ევროპამდე ექსპერიმენტით…

Home სიახლეები ევროპამდე ექსპერიმენტით…
ევროპამდე ექსპერიმენტით…

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ საკონტროლო მატჩი გამართა რუმინეთთან და 0:1 დამარცხდა.

რამაზ სვანაძემ უკვე დაასახელა ის 23 ფეხბურთელი, რომელიც სლოვაკეთში გაემგზავრება, მანამდე კი რუმინეთთან ყველა ფეხბურთელი გამოსცადა ორი ტრავმირებულის (გოგლიჩიძე და ლომინაძე) და მეკარეების გარდა. ვერ ვიტყვით, რომ მეტოქემ საქართველოს აჯობა და ისე მოიგო. სვანაძემ რამდენიმე სიახლეს მიმართა. იყვნენ დებიუტანტებიც, სათამაშო სქემაც ოთხმცველიანი იყო. რამდენიმე ფეხბურთელი ისე ვერ გამოიყურებოდა, რასაც ველოდით.

იმედია, ამ ყველაფერს ჩვენზე უკეთ მწვრთნელი დაინახავს და ევროპის ჩემპიონატს მომზადებული შეხვდება. ევროპირველობას კი 11 ივნისს დაიწყება და ვისურვოთ, რომ ჩვენები სლოვაკეთს ჯგუფური ეტაპის შემდეგაც შემორჩნენ. შეგახსენებთ, ჩვენს ჯგუფში პოლონეთი, საფრანგეთი და პორტუგალია არიან.

ჩვენებმა რუმინეთთან ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ხარატიშვილი, ხვადაგიანი, საზონოვი ( იაკობიძე 46), აზაროვი (მამაცაშვილი 60), მაისურაძე, ო. მამაგეიშვილი (ოსიყმაშვილი 74), კვერნაძე (გ.მამაგეიშვილი 46), ლ. გაგნიძე (სიგუა 46), ეგოიანი (მორჩილაძე 60), ბედოშვილი ( ოდიშარია 60), გორდეზიანი (აბუაშვილი 46)

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.