ბოლო დღეებში ბევრი იწერება ბრედლი ბარკოლას „პარი სენ ჟერმენიდან“ „ლივერპულში“ გადასვლის შესახებ. „სანმა“ ამ ხმების შესამოწმებლად ორიგინალურ ხერხს მიმართა – ბარკოლას სტილისტის ანუ ძველებურად რომ ვთქვათ პარიკმახერის ინსტაგრამში შეიხედა და ნახა რომ ის ტრანსფერს ადასტურებს.

ხუმრობა გვერდით იყოს და ბარკოლა წესით დღე უკვე ლივერპულში უნდა იყოს (ეს ცნობა უახლოეს მომავალში დადასტურდება), სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 120 მილიონ გირვანქად შეფასებულ გარიგებას ხელს მოაწერს. ანდონი ირაოლა მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა ფრანგი გარემარბის გადაბირებას. ამასობაში კი სატრანსფერო ზაფხული დასასრულს მიუახლოვდა. გარიგება სამშაბათამდე ან უნდა შედგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბარკოლა პსჟ-ს ფეხბურთელად დარჩება.
სტილისტი ენცო დიასი, რომლის სალონი „პარკ დე პრენსიდან“ 45 წუთის სავალშია თავის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოების ქვეშ გუშინ წერდა: „ბოლო შეჭრა „ლივერპულის“ წინ“.
დიასს ადრე გამოუქვეყნებია ფოტოები კეილორ ნავასსა და ვილიან პაჩოსთან ერთად. მას სალონში ბარკოლას მაისური უკიდია, რომელსაც აწერია: „მადლობა ყველაფრისთვის, ძმაო“.
შეგახსენებთ, რომ ბარკოლა 23 წლისაა. ის ლიონშია დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ ბოლო სამი წელიწადი „პარი სენ ჟერმენში“ გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან სამჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 09:52სილამაზის სალონში ტრანსფერს ადასტურებენ
სიახლეები29/08/2026 | 08:46მიქაუტაძის ვილიარეალი ჯერჯერობით ვერ იგებს
მთავარი ამბავი29/08/2026 | 07:50ზედიზედ მეორე 2:2
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 09:00შეღავათი არგენტინას
