AS: „თამაშის მსვლელობისას მისი თამაში თანდათან გაფერმკრთალდა. შანსები შექმნა და ეფექტურიც იყო, მაგრამ გოლების გატანა უჭირს“.
ეს სიტყვები ესპანურმა გაზეთმა ქართველი ფორვარდის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ დაწერა – „ვილიარეალმა“ სტუმრად წააგო ალავესთან 0:1. ინიგო პერესის გუნდს ახალ სეზონში ჯერ არ მოუგია – პირველ და მეორე ტურში „სანტანდერთან“ და „ატლეტიკოსთან“ 2:2 ითამაშა.
„ყვითელი წყალქვეშა ნავის“ თავკაცმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა: „წაგება ყოველთვის მტკივნეულია. ჩვენ აღმავალ ტრაექტორიაზე ვიყავით, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შევძელით. ახლა ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რაც ამ სამ მატჩში ყველაზე მეტად გაგვიჭირდა.
მომავალს მშვიდად ვუყურებ, რადგან ჩემი ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებას ვხედავ, თუმცა შედეგები არ მომწონს. ფეხბურთი ფეხბურთია. მე კლუბის წინაშე ვალდებულება მაქვს და პასუხისმგებლობის არ მეშინია“.
მიქაუტაძეს სხვადასხვა საიტებმა ასეთი ქულები დაუწერეს:
flashscore – 6.3; whoscored – 6.0; sofascore – 6.4; fotmob – 6.2
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/08/2026 | 08:46მიქაუტაძის ვილიარეალი ჯერჯერობით ვერ იგებს
მთავარი ამბავი29/08/2026 | 07:50ზედიზედ მეორე 2:2
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 09:00შეღავათი არგენტინას
მთავარი ამბავი28/08/2026 | 07:27ორი შესაძლო ქართული დერბი
