AS: „მიქაუტაძეს რთული მატჩი ჰქონდა; მას მოვლენების სათავისოდ მოტრიალება და აშკარა საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდა’’. ჟორჟის „ვილიარეალმა’’ სტუმრად „ალავესთან’’ 1:1 ითამაშა. თავსხმაში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა’’ მე-40 წუთზე უიღბლობის გამო თავის კარში შეაგდო გოლი (რაფა მარინს ბურთი თავში მოხვდა და ბადეში შევარდა) და მხოლოდ 90+8 წუთზე შეძლო ნიკოლა პეპეს ლამაზი დარტყმით გათანაბრება. ამ დროისთვის მიქაუტაძე უკვე...
ჭდე: ალავესი
საკამათო პენალტი ბრწყინვალე მამარდას კარში
„მარკა’’ წერს: „ალავესმა’’ მე-15 წუთზე გაიღვიძა, მაგრამ ვერ გამოფხიზლდა. მამარდაშვილმა ნახტომით მოიგერია გურიდის თავური დარტყმა, რომელსაც ბურთი კარში რომ გასულიყო ოფსაიდზე შეამოწმებდნენ. შემდეგ ქართველმა მეკარემ თავისი შთამბეჭდავი მატჩი განაგრძო, მან მხრით მოიგერია ტენალიას შორეული დარტყმული, ჯარიმის გათამაშების შემდეგ ალენიას დარტყმულსაც გადაუღობა გზა და პირველი ტაიმის მიწურულს კარლოს ვისენტეს კიდევ ერთი შორეულ დარტყმა დაბლოკა… …მერე კი...
ვალენსიას მამარდაშვილის შემცვლელის შემცვლელმა უკაპიტნა
„ვალენსიას” მეკარეების საქმეში არ უმართლებს. წინა ტურში, ბარსელონაში „ღამურებს” პირველი ტაიმის ბოლო წუთებში მოედნიდან გიორგი მამარდაშვილი გაუგდეს და გუნდი იძულებული გახდა კარში პრაქტიკანაკლული ჯაუმე დომენეკი ჩაეყენებინა. ჯაუმე იდგა „ვალენსიას” კარში გუშინ, „ალავესთან” შეხვედრაშიც — რომელშიც მამარდაშვილი გუნდს ვერ დაუბრუნდა, რადგან ზემოთ ნახსენები დისკვალიფიკაციის გამო თამაშის უფლება არ ჰქონდა — მაგრამ 34 წუთის შემდეგ მან ტრავმის...
ანჩელოტი: ამას რამე უნდა მოვუხერხოთ
„რეალმა“ „ალავესს“ 3:0 მოუგო, რითაც მადრიდელთა თავკაცი კარლო ანჩელოტი რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგაში, „პარი სენ ჟერმენთან“ 0:1 წაგების შემდეგ ძალიან კმაყოფილი დარჩა. პარიზში ანჩელოტის ვარსკვლავებმა მარკო ასენსიომ, ვინისიუს ჟუნიორმა და ქარიმ ბენზემამ თავი ვერაფრით გამოიჩინეს, „ალავესს“ კი გოლები გაუტანეს. „ჩვენ ასეთი თამაში გვჭირდებოდა, — უთხრა იტალიელმა მწვრთნელმა „მარკას“, — პირველი ტაიმი ამ შეხვედრაშიც რთული...
მამარდაშვილის წილი
„ვალენსიამ“ „ალავესთან“ სტუმრად 1:2 წააგო. ჩვენთვის ეს შეხვედრა უპირველეს ყოვლისა ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის გამო იყო საინტერესო. ამთავითვე უნდა აღინიშნოს, მართალია „ღამურები“ დამარცხდნენ, მაგრამ პირადად გიორგიმ კარგად ითამაშა და superdeporte.es-ში გამოყენებულ ფრაზას თუ ვისესხებთ, თავის წილ მეტოქეებს აჯობა. თამაში იმით დაიწყო, რომ „ალავესმა“ უკბილო ვალენსიელებს სახიფათო შეტევა მოუწყო, მამადუ ლოუმი მამარდაშვილის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა,...
გამარჯვება მოსაწყენ შეხვედრაში
კატალონიური გაზეთი „სპორტი“ წერს, ფრენკი დე იონგს 87-ე წუთზე გოლი რომ არ გაეტანა, ჩვენი მიმოხილვა ძალიან მოკლე გამოვიდოდაო. ჰოლანდიელმა „ესტადიო მენდისოროსაზე“ „ალავესის“ კარში ერთადერთი გოლი შეაგდო და „ბლაუგრანას“ სამი ქულა შემატა. ეს ქულები „ბარსასთვის“ მნიშვნელოვანი და დამამშვიდებელი გამოვიდა, რადგან სხვა მხრივ სატრაბახო ბევრი არაფერი ჰქონდა. ჩავის გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი ვერ შექმნა. „სპორტი“ წერს, რომ...
აგუერო 15 დეკემბერს წავა
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, გულის პრობლემების გამო, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა და ამის შესახებ 15 დეკემბერს ოფიციალურად გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ ვეტერანი არგენტინელი ესპანური პრიმერას „ალავესთან“ (1:1) მე-12 ტურის მატჩის პირველ ტაიმში შეცვალეს გაუარესებული ტაქიკარდიის გამო. მალევე ექიმებმა თქვეს, რომ აგუერო ამ მიზეზით მინიმუმ სამ თვეს ვერ ითამაშებდა. არგენტინელი კატალონიურ კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა...
აგუეროს გული გამოსაკვლევია
სერხიო აგუერო შაბათს, „კამპ ნოუზე“, „ბარსელონასა“ და „ალავესის“ შეხვედრის (1:1) პირველი ტაიმის მიწურულს მოედანზე დაწვა და მკერდზე იკიდებდა ხელს. ის შეცვალეს და გამოსაკვლევად საავადმყოფოში წაიყვანეს. როგორც კატალონიური გამოცემა „სპორტი“ იუწყება, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვეტერანს არითმია ჰქონდა. ახლა დასადგენია, რამ გამოიწვია „ინდეპენდიენტეს“, „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელის ორგანიზმში ეს კარდიოლოგიური პრობლემა. გაზეთი წერს, რომ პრემიერლიგის...
ბარსელონას ფრონტზე ცვლილებები არ არის
„ბარსელონამ“ „ალავესს“ უმასპინძლა და ერთ ქულაზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო. შეხვედრა დამთავრდა 1:1. თუ კატალონიელთა მომავალი მწვრთნელი ჩავი თამაშს უყურებდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, რომ მას დიდ პრობლემებთან მოუწევს შეჭიდება. რასაკვირველია, იყო დადებითი მომენტებიც, მაგალითად ყმაწვილკაცების გავისა და ნიკოს ეპიზოდური გაბრწყინებები, მაგრამ საბოლოოდ, „კამპ ნოუზე“ მისული 39 737 მაყურებელი კვლავ მოღუშული წავიდა შინ. „ალავესთან“ შეხვედრაში „ბარსას“ დროებითი...
მამარდაშვილი ძირითადის მეკარეა!
„ვალენსიამ“ „ალავესს“ 3:0 მოუგო. ხოსე ბორდალასის გუნდმა სამი ტურიდან ორში მოიგო, ერთში კი ფრედ ითამაშა. ამრიგად, „ღამურებს“ შესაძლო 9 ქულიდან 7 აქვთ, რასაც ჩემპიონატის შესანიშნავი სტარტი შეიძლება ვუწოდოთ. ესპანური პრესა აღნიშნავს, რომ ბორდალასმა სამიდან ორ შეხვედრაში თავის წინა გუნდს მოუგო, „ალავესსა“ და „ხეტაფეს“, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან კარში კვლავ გიორგი მამარდაშვილი ჩააყენა....









