შაბათს, ესპანეთში, ჰელოუინის დღესასწაული covid 19-ის პანდემიის გამო გაუქმებული ჰქონდათ და როგორც „სპორტი” წერს, კატალონიაში რონალდ კუმანის „ბარსელონამ” ხალხს ზეიმისა სიხარულის სხვა საშუალებაც მოუსპო. გაზეთის აზრით, „ალავესისა” და „ბარსას” შეხვედრას მრავალნაირად შეიძლება შეხედოს გულშემატკივარმა, მაგრამ დასკვნა ყველა ვარიანტში ერთია: ამ დღეს „ბარსამ” ვერ ივარგა. „ბარსელონა” ცუდად თამაშობდა როგორც 62-ე წუთამდე ანუ სანამ „ალავესს” მეორე ყვითლის...
ჭდე: ალავესი
ფინალი ესპანელებისაა
2002 წლიდან მოყოლებული, ესპანურმა კლუბებმა ევროტურნირებზე მოიგეს ყველა, თხითმეტივე ფინალი, სადაც კი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამ პერიოდში მადრიდის „რეალმა“ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო „ბარსელონამ“ – ოთხჯერ. 2004 წელს „ვალენსიამ“ უეფას თასი (ევროპის ლიგა) მოიგო, სევილიამ იგივე ხუთჯერ გააკეთა, მადრიდის „ატლეტიკომ“ – ორჯერ. ლა ლიგის წარმომადგენლებმა ევროთასებზე ბოლო ფინალები 2001 წელს წააგეს. მაშინ „ვალენსია“...
სეტიენი მესის ცალკე შეხვედრია
კატალონიური მედია „ბარსელონას” „ოსასუნასთან” 1:2 მარცხის შემდეგ ლეო მესის ბრაზიან კომენტარს იხსენებს. მაშინ, „ბლაუგრანას” მეგავარსკვლავის სიტყვები მწვრთნელის კიკე სეტიენისა და კლუბის დღევანდელი სისტემის წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავდა. ასე თუ გავაგრძელებთ, „ნაპოლისთან” აუცილებლად წავაგებთო, თქვა იმ დღეს არგენტინელმა და მისმა ნათქვამმა კლუბის იერარქიაში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, ჩატარდა შემდეგი მატჩი „ალავესთან”, რომელიც „ბარსამ” 5:0 მოიგო და მესის ტონი...
ახალი თამაში, ძველი ისტორია და უცხო ცხვირები
ტრადიციასავით დამკვიდრდა, „რეალის” ყოველი ახალი შეხვედრის მიმოხილვას კატალონიურ, პრო-ბარსელონურ პრესას დავესესხებით ხოლმე. მიზეზი მარტივია, „ბარსას” მხარდამჭერი მედია ჩასაფრებულია და მადრიდელთა ყოველ მოგებას გამადიდებლით აკვირდება. ახალი თამაში, ძველი ისტორია! — წერს ამჯერადაც უკმაყოფილო „სპორტი” — „რეალს” ისევ პენალტი დაარტყმევინეს, რასაკვირველია საეჭვო, რის შემდეგაც მადრიდელებმა „ალავესი” დაამარცხეს და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ცხრილში ოთხი ქულით ლიდერობენ....
აზარი, ტრავმა და ელ კლასიკო (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგაში „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრა ფრედ (2:2) და ერთი „მსხვერპლით” დასრულდა — მადრიდელთა ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი პარიზელთა ბელგიელმა მოთამაშემ, ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა ტომას მუნიემ დააშავა. როგორც კატალონიური „სპორტი” იუწყება, „ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ამ უქმეებზე „რეალისა” და „ალავესის” შეხვედრაში ვერ ითამაშებს და შესაძლოა ვერც 18 დეკემბერს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში” გავიდეს მოედანზე....




