„ვალენსიამ“ „ალავესს“ 3:0 მოუგო. ხოსე ბორდალასის გუნდმა სამი ტურიდან ორში მოიგო, ერთში კი ფრედ ითამაშა. ამრიგად, „ღამურებს“ შესაძლო 9 ქულიდან 7 აქვთ, რასაც ჩემპიონატის შესანიშნავი სტარტი შეიძლება ვუწოდოთ. ესპანური პრესა აღნიშნავს, რომ ბორდალასმა სამიდან ორ შეხვედრაში თავის წინა გუნდს მოუგო, „ალავესსა“ და „ხეტაფეს“, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან კარში კვლავ გიორგი მამარდაშვილი ჩააყენა. როგორც AS წერს, მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელია და მორჩა!
„ვალენსიამ“ სტუმრებს აჯობა. ხსენებულ გაზეთს თუ დავესესხებით, მასპინძლები „ალავესს” ტაქტიკურადაც აღემატებოდნენ, სისწრაფითაც, ოსტატობითაც და თამაშის ინტენსიობითაც. ასეთ პირობებში რა არის გასაკვირი, რომ „ალავესის“ მეკარე ფერნანდო პაჩეკოს გაცილებით მეტი საქმე ჰქონდა, ვიდრე ქართველ გოლკიპერს, რომელსაც რეალურად ორ ეპიზოდში მოუხდა ჩართვა.
ქვემოთ გთავაზობთ, შეხვედრის ვიდეომიმოხილვას
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
