ჭდე: ხოსე ბორდალასი

Home ხოსე ბორდალასი
საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
ჩანაწერი

საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს

საბა საზონოვი ფაქტობრივად „ხეტაფეს“ ფეხბურთელია. კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ „მარკა“ წერს, რომ ქართველი მცველი მადრიდული კლუბის (ხეტაფე გეოგრაფიულად ესპანეთის დედაქალაქიდან 13 კილომეტრშია) ბაზაზე ვარჯიშობს. მას ამ კლუბში გადასვლამდე შარშანაც ცოტა დააკლდა. ესპანური გაზეთი აზუსტებს, რომ საზონოვი ხოსე ბორდალასის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აქამდე ის „ტორინოში“ თამაშობდა, თუმცა ტურინში ტრავმებს კლუბთან პრობლემებიც...

ბარსა vs ხეტაფე – სიძულვილის მორიგი ეპიზოდი
ჩანაწერი

ბარსა vs ხეტაფე – სიძულვილის მორიგი ეპიზოდი

„ბარსელონასა’’ და „ხეტაფეს’’ შორის დაპირისპირება ესპანური ლა ლიგის ერთ-ერთ ლაიტმოტივად იქცა. საკმარისია კალენდარმა ამ გუნდების შეხვედრა მოიტანოს, რომ მატჩი და მხარეებს შორის მწარე სიტყვების გაცვლა-გამოცვლა ერთია. სერიალის ბოლო ეპიზოდი გუშინ შედგა, როდესაც „ბარსამ’’ მადრიდთან მდებარე პატარა ქალაქის გუნდს შინ 3:0 მოუგო. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფერან ტორესმა და სტუმართა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ​იკამათეს. „ბლაუგრანას’’ თავდამსხმელმა „ხეტაფეს’’...

წაგებული გუნდის მწვრთნელიც კი ამაყობდა
ჩანაწერი

წაგებული გუნდის მწვრთნელიც კი ამაყობდა

„ვალენსიამ” „ხეტაფეს” 1:0 მოუგო. რთული შეხვედრის ერთადერთი გოლი უგო დურომ იმდენად ოსტატურად და ლამაზად შეასრულა, რომ მატჩის გმირად ის დაასახელეს, რითაც ცოტა არ იყოს დაეჩაგრათ ფეხბურთელი, რომელმაც თავისი დიდებული თამაშით მეტოქეს რამდენჯერმე არ მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება. ეს გახლდათ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომლის შესახებაც AS-მა ასე დაწერა: „მამარდაშვილი თავისი მოგერიებებით მატჩის გმირი გახდა. მან განსაკუთრებით კარგად...

ბორდალასი: ვხედავდი საითაც მიდიოდა საქმე
ჩანაწერი

ბორდალასი: ვხედავდი საითაც მიდიოდა საქმე

ხოსე ბორდალასი ის მწვრთნელია, რომელიც გასულ სეზონში „ვალენსიას” ედგა სათავეში. სწორედ მან გაუხსნა გზა ტოპ-ფეხბურთისკენ ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს, რომელიც მას მერე რეგულარულად იცავს „ჩეების” კარს. ესპანეთის ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბორდალასმა, რომელიც ამ ეტაპზე არსად მუშაობს, „ვალენსიაზე”, რომელიც მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ასე თქვა: „მართალია, კლუბში ცოტა ხანი დავყავი, მაგრამ ვხედავდი,...

არ დატოვოთ მეკარე მარტო
ჩანაწერი

არ დატოვოთ მეკარე მარტო

„ვალენსიამ” „შტუტგარტთან” ამხანაგურ შეხვედრაში 2:5 წააგო. ესპანური გუნდის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, მაგრამ ვინც გერმანიაში გამართული ამ ამხანაგური შეხვედრის „სტრიმს” უყურა, დაგვეთანხმება, რომ ეს იყო მოშლილი გუნდის თამაში გაცილებით დალაგებულ მოწინააღმდეგესთან. გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ „ვალენსიას” დაცვა საერთოდ არ ჰყავდა. სურათი ნათელია: კლუბმა თანამდებობიდან გაუშვა ხოსე ბორდალასი, რომელიც „ღამურებს” გასულ სეზონში კონტრშეტევაზე ათამაშებდა....

მწვრთნელი გატუზო ფეხბურთელი გატუზო არ გეგონოთ
ჩანაწერი

მწვრთნელი გატუზო ფეხბურთელი გატუზო არ გეგონოთ

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში „ჟირონას” უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 14 აგვისტოს არის დანიშნული, მანამდე კი თვეზე მეტია. რა მდგომარეობაა გუნდში? ჯერაც გაურკვეველია დარჩებიან თუ არა „მესტალიაზე” კარლოს სოლერი, გონსალო გედეში ან ხოსე ლუის გაია. ამბობენ, რომ სოლერი და გედეში ცალი ფეხით უკვე წასულები არიან, მათი შემცვლელი კი არ ჩანს. ერთი სიტყვით,...

დღეს მამარდა ალბათ არ ითამაშებს
ჩანაწერი

დღეს მამარდა ალბათ არ ითამაშებს

დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შინ „სელტასთან” ლა ლიგის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩს თამაშობს. ამ შეხვედრას გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ „პლასადეპორტივას” აზრით ხოსე ბორდალასი მაინც ხუთკაციან დაცვას უერთგულებს. კარში მამარდაშვილი არ იდგება. „ღამურების” შემადგენლობაში სავარაუდოდ ბოლო თამაშს ჩაატარებს ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენი. დაცვის ფრთებზე ითამაშებენ ტიერი რენდალი და ხოსე გაია, ცენტრალური ტრიო კი ასეთი იქნება:...

ფულს ისე ხარჯავენ გეგონება მათი იყოს
ჩანაწერი

ფულს ისე ხარჯავენ გეგონება მათი იყოს

გიორგი მამარდაშვილის კლუბის „ვალენსიას” ცხოვრებაში სიახლე ის არის, რომ გაზეთმა „სუპერდეპორტემ” ხელთ იგდო მისი პრეზიდენტის ანილ მურთის საუბრები (მურთი კლუბის მეპატრონის, პიტერ ლიმის მიერ დანიშნული კაცია) და გამოქვეყნებას შეუდგა. გაზეთი წერს, მურთის საუბრებთან წვდომა გვაქვსო. რას ნიშნავს ეს „წვდომა” მთლად ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მან ესპანელ გულშემატკივართა ინტერესი გამოიწვია. დღეს მიზანშეწონილად ჩავთვალეთ „საუბრების”...

სიმეონე: ანჩელოტი სულ ერთია
ჩანაწერი

სიმეონე: ანჩელოტი სულ ერთია

დიეგო სიმეონე კარლო ანჩელოტის ჩაეხუტა „ატლეტიკო“-„რეალის“ მატჩის (1:0) მერე. სიმეონემ აღნიშნა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯერ გარანტირებული არ აქვს, მაგრამ დერბიში მოგებამ ძალიან გაახარა: „ ანჩელოტით აღტაცებული ვარ, განსაკუთრებით კი მისი თვისებით, როცა ერთნაირად იქცევა მოგებისა და წაგების შემდეგ. ისე, სხვა მწვრთნელებსაც გულითადად ვესაუბრები: ბორდალასს, მარსელინოს. … „რეალთან“ ბევრი მომენტი გვქონდა თამაში უნდა...

დიაკაბის თვალი გაქცევაზე უჭირავს
ჩანაწერი

დიაკაბის თვალი გაქცევაზე უჭირავს

„ვალენსიას” ფრანგი მცველი მუკტარ დიაკაბი კლუბიდან წასვლაზე ალაპარაკდა. „ლიონის” ყოფილ მოთამაშეს „მესტალიაზე” ხელშეკრულების თანახმად ერთი წელიწადი დარჩა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგის 19 შეხვედრაში ითამაშა. 25 წლის დიაკაბის გამოსასყიდი ფასი 7 მილიონი ევროა. „მე და „ვალენსიას” წარმომადგენლები მალე ავწონ-დავწონით მდგომარეობას და მომავლის ამბავსაც გადავწყვეტთ, — უთხრა მცველმა „მუნდო დეპორტივოს”, — ოთხი წელიწადია რაც „მესტალიაზე” ვთამაშობ....