სიმეონე: ანჩელოტი სულ ერთია

Home აქეთურ-იქითური სიმეონე: ანჩელოტი სულ ერთია
სიმეონე: ანჩელოტი სულ ერთია

Atletico Madrid 1-0 Bayern Munich: Yannick Carrasco's suberb finish hands Carlo Ancelotti's side first defeat of the season | Daily Mail Onlineდიეგო სიმეონე კარლო ანჩელოტის ჩაეხუტა „ატლეტიკო“-„რეალის“ მატჩის (1:0) მერე.

სიმეონემ აღნიშნა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური ჯერ გარანტირებული არ აქვს, მაგრამ დერბიში მოგებამ ძალიან გაახარა:

„ ანჩელოტით აღტაცებული ვარ, განსაკუთრებით კი მისი თვისებით, როცა ერთნაირად იქცევა მოგებისა და წაგების შემდეგ. ისე, სხვა მწვრთნელებსაც გულითადად ვესაუბრები: ბორდალასს, მარსელინოს.

… „რეალთან“ ბევრი მომენტი გვქონდა თამაში უნდა დაგვემთავრებინა, მაგრამ სიმძლავრე არ გვეყო. ფეხბურთი რთული სახეობაა. ამ არასტაბილურ სეზონში გულშემატკივრები სულ გვერდში გვედგნენ და ეს დიდი გრძნობაა. მათი ვალდებულები ვართ“.

ამასთან, სიმეონემ ახსნა, თუ რატომ არ გაუკეთა „ატლეტიკომ“ „რეალს“ საჩემპიონო კორიდორი. „ამის შესახებ უკვე გვქონდა განცხადება, მაგრამ გავიმეორებ: „რეალს“ დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ უფრო დიდ პატივს ვცემთ ჩვენს გულშემატკივრებს“.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...