გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!
ფინალი ესპანური გამოდგა. ჩვენებურის „ტენერიფე“ ტიტულისთვის „მანრესას“ შეერკინა და 98:87 დაამარცხა. ამჯერად ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო ვერ გახდა, მაგრამ კუნძულელთა გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.
ასევე გასაკვირად, შერმადინი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 19.28 წუთი გაატარა, მან გუნდს 14 ქულა შესძინა, სამჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან, ერთი შედეგიანი პასი გააკეთა და ჩაჭრა. შერმადინმა რვა ორქულიანი ესროლა და ექვსი ჩააგდო, ხოლო სამი საჯარიმო სროლიდან ორი გამოიყენა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი მარსელინიო უერტასი გახდა, რომელმაც 13 ქულა და 14 პასი მიითვალა.
გეტყვით იმასაც, რომ კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროთასის ფინალშია, სადაც მისი „ვირტუს ბოლონია“ 11 მაისს თურქულ „ბურსასფორს“ ეთამაშება.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
სიახლეები21/10/2026 | 21:59ბასილაშვილის მორიგი გამარჯვება
