ქვემოთ, ვიდეოზე დრამატულ მომენტს ხედავთ — ფოტოგრაფი, პირმშვენიერი ნური მარგუი მოზეიმე „ჟირონას” ავტობუსიდან ვარდებოდა, მაგრამ გადაარჩინეს. ახალგაზრდა ქალი რომ ჩავარდნილიყო, ალბათ სერიოზულად დაშავდებოდა. ის კატალონიური კლუბის ოფიციალური ფოტოგრაფია. „ჟირონა” პრიმერა დივიზიონში დაბრუნებას ზეიმობდა. მან ფლეი-ოფის ფინალში „ტენერიფეს” აჯობა — შინ 0:0 ითამაშა, მაგრამ სტუმრად, კანარის კუნძულზე 3:1 მოიგო. რეგულარულ ჩემპიონატში „ჟირონა” მე-6 ადგილზე გავიდა, მაგრამ...
ჭდე: ტენერიფე
შერმინატორმა ჩემპიონთა ლიგა მოხსნა
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ფინალი ესპანური გამოდგა. ჩვენებურის „ტენერიფე“ ტიტულისთვის „მანრესას“ შეერკინა და 98:87 დაამარცხა. ამჯერად ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო ვერ გახდა, მაგრამ კუნძულელთა გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. ასევე გასაკვირად, შერმადინი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 19.28 წუთი გაატარა, მან გუნდს 14 ქულა შესძინა, სამჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან, ერთი...
კაკაბაძის კრაკოვია
საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე, ვინც ბოლოს ესპანური სეგუნდა დივიზიონის „ტენერიფეში“ თამაშობდა, კარიერას პოლონურ „კრაკოვიაში“ გააგრძელებს. მან პოლონელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კაკაბაძემ ესპანეთში სულ ერთი სეზონი დაჰყო – 19 მატჩი ჩაატარა. „ტენერიფეს“ გარდა მას თბილისის „დინამოში“, ესპანურსავე „ხიმნასტიკში“, დანიურ „ესბიერგში“ და შვეიცარიულ „ლუცერნში“ უთამაშია. „კრაკოვიას“ კი ახლა არც თუ საუკეთესო დროება უდგას. პოლონეთის ჩემპიონატში გუნდი...
რეკორდსმენი შერმინატორი
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის 34-წლიანი რეკორდი დაამხო. ქართველმა ცენტრმა ლიგა ენდესას ნახევარფინალში სარგებლინობის კოეფიციენტი 37-მდე აწია. ადრინდელი რეკორდი 1987 წელს გრანადას კალათბურთელ ედი ფილიპსს დაუფიქსირებია – 35. შერმადინმა და „ტენერიფემ“ კი ლიგა ენდესას ნახევარფინალში „ბარსელონა“ დაამარცხეს – 80:68 და სერიაში ანგარიში (1:1) გაუთანაბრეს. 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება – ასეთია შერმადინის...
შერმადინი რუსებმა გააჩერეს
„ტენერიფე“ და მისი ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალის“ სათამაშოდ რუსეთში გაემართნენ, მაგრამ გუნდი ნიჟნი ნოვგოროდში ქართველის გარეშე დარჩა. რუსებმა ჩვენებური ქვეყანაში არ შეუშვეს. მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შერმადინმა ღამე ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში გაათენა. „ტენერიფეს“ ბრაზილიელმა მოთამაშემ მარსელინიო უერტასმა სოციალური ქსელის მეშვეობით იმ სავარძლის ფოტო გაავრცელა, რომელზეც შერმადინს ეძინა და კომენტარიც დაურთო. „დაუჯერებელია,...
შერმინატორი ოქტომბერში საუკეთესოა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დააახელეს. წლეულს ეს პირველად მოხდა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შერმადინს იგივე ჯილდო ორჯერ ერგო. „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი ევროპის უძლიერეს ლიგაში ჩინებულად თამაშობს და გასულ თვეში გამართულ 4 მატჩის ჯამში ყველა კალათბურთელზე სარგებლიანი იყო – ოქტომბერში, შერმადინის მარგი ქმედების საშუალო მაჩვენებელი 28.7 იყო. შედეგად, ლიგის...
შერმინატორის დუბლები
გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებით თამაშში კლუბის გამოცვლა და ადაპტაციის პროცესი ხელს სულაც არ უშლის. საქართველოს ნაკრების გამოცდილი ცენტრი „ტენერიფესაც“ იდეალურად მოერგო და რა გასაკვირია რომ გუნდის ლიდერობაც იკისრა. ACB ლიგის მერვე ტურში, შერმადინის გუნდმა “სან პაბლო ბურგოსს” საშინაო კედლებში 85:82 მოუგო. პარკეტის ორ მხარეს, სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი გახლდათ – აქეთ, ცხადია...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
აი, გაზაფხულიც მოვიდა. რას გამოელი აქედან? ბევრს არაფერს, ახალი არაფერი ხდება. აი, გიგზიც დაიმტვრა. ახალი არაფერია. გიგზი თუ დაიმტვრა. როგორღა არ არის ახალი ამბავი? კარგი ერთი. გიგზი შარშანაც დაიმტვრადა შარშანწინაც, საერთოდ, უცნაური ბიჭია, უელსელი და არც არის უელსელი, მაგარია და არც არის მაგარი, დამტვრეულია და არც არის დამტვრეული. საერთოდ, ზამთარში უყვარს თამაში. დანარჩენ დროს? დანარჩენ...







