შერმადინი რუსებმა გააჩერეს

Home კატეგორიის გარეშე შერმადინი რუსებმა გააჩერეს
შერმადინი რუსებმა გააჩერეს

„ტენერიფე“ და მისი ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალის“ სათამაშოდ რუსეთში გაემართნენ, მაგრამ გუნდი ნიჟნი ნოვგოროდში ქართველის გარეშე დარჩა. რუსებმა ჩვენებური ქვეყანაში არ შეუშვეს. მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შერმადინმა ღამე ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში გაათენა.

„ტენერიფეს“ ბრაზილიელმა მოთამაშემ მარსელინიო უერტასმა სოციალური ქსელის მეშვეობით იმ სავარძლის ფოტო გაავრცელა, რომელზეც შერმადინს ეძინა და კომენტარიც დაურთო.

„დაუჯერებელია, რომ უარი თქვეს ჩვენი საუკეთესო კალათბურთელის ქვეყანაში შეშვებაზე. დრო გადის, პრობლემა არ გვარდება. ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, გიორგი აეროპორტის სავარძელზე ეძინა. ჩვენ შენთან ვართ გიო“, – წერს უერტასი.

„ტენერიფე“ და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია ამ მომენტისთვის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.