პარიზის შატლის თეატრში 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა რონალდინიომ გამოაცხადა და… უსმან დემბელე თქვა მან…
გასული სეზონში დემბელეს, ანუ პსჟ-ს მოგებულ ტიტულებზე აღარ მოვყვებით, მხოლოდ გეტყვით, რომ ყველა ტურნირზე მან 35 გოლი გაიტანა.
„ფრანს ფუტბოლმა“ გამარჯვებულის სახელი ისე გულმოდგინედ შეინახა, დიდი ბრაზილიელის სიტყვებამდე დაბეჯითებით ვერავინ თქვა, ვინ მიიღებდა ამ ძვირფასს ჯილდოს. თავად რონალდინიომაც, დილით როცა ჰკითხეს, ასე უპასუხა, „ოქროს ბურთს“ ჩემი ყოფილი გუნდის ფეხბურთელი მიიღებსო. მისი ყოფილი გუნდის ფეხბურთელია დემბელეც და ბარსელონელი ლამინე იამალიც, რომელიც გამოკითხვაში პარიზელს ოდნავ ჩამორჩა.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე უფრო ვრცლად მოგვიანებით მოვყვებით, მანამდე კი გეტყვით, რომ როგორც ყოველთვის, ამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში ახლაც „სარბიელის“ წარმომადგენელმა ვახტანგ ბზიკაძემ მიიღო მონაწილეობა. მისი ათეული (თანმიმდევრობით) ასეთი იყო:
1. ხვიჩა კვარაცხელია 2. უსმან დემბელე 3. ლამინ იამალი 4. აშრაფ ჰაკიმი 5. ვიტინია 6. ნუნო მენდეში 7. რაფინია 8. კილიან მბაპე 9. ჯანლუიჯი დონარუმა 10. კოულ პალმერი
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე