ჭდე: უსმან დემბელე

Home უსმან დემბელე
… ის არის დემბელე!
ჩანაწერი

… ის არის დემბელე!

პარიზის შატლის თეატრში 2024-25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობა რონალდინიომ გამოაცხადა და… უსმან დემბელე თქვა მან… გასული სეზონში დემბელეს, ანუ პსჟ-ს მოგებულ ტიტულებზე აღარ მოვყვებით, მხოლოდ გეტყვით, რომ ყველა ტურნირზე მან 35 გოლი გაიტანა. „ფრანს ფუტბოლმა“ გამარჯვებულის სახელი ისე გულმოდგინედ შეინახა, დიდი ბრაზილიელის სიტყვებამდე დაბეჯითებით ვერავინ თქვა, ვინ მიიღებდა ამ ძვირფასს ჯილდოს. თავად რონალდინიომაც,...

პარიზული ქვაფენილის წითელი და შავი
ჩანაწერი

პარიზული ქვაფენილის წითელი და შავი

დღეს პარიზი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს მასპინძლობს. მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის პრიზზე უკვე მეორედაა ნომინირებული საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. რას გადააწყდებით მანჰეტენზე კვარტლებში, მილანში კიბეებზე, მოსკოვში ფიცარნაგებსა და პარიზში ქვაფენილზეო, თუ გვკითხეს, ვიცოდეთ, პასუხი თეატრია: ბროდვეი, ლა სკალა, ნა დოსკახ… მაგრამ პარიზი სხვაა, ის ხომ სიყვარულის გარდა თეატრების ქალაქიცაა – პალე როიალი, ოპერა გარნიე, კომედი...

ჩავის პირველი მსხვერპლი
ჩანაწერი

ჩავის პირველი მსხვერპლი

„ბარსელონას“ ფრანგი ნახევარმცველი უსმან დემბელე პირველია, ვინც ჩავის მიერ შემოღებული ახალი წესების გამო ფინანსურად იზარალებს. მთავარმა მწვრთნელმა ის ვარჯიშზე დაგვიანებისთვის დასაჯა, თუმცა თანხა არ გაჟღერებულა. „ბარსელონას“ დილის ვარჯიში 8.30 საათზე იყო დანიშნული, დემბელე კი 8.33 საათზე გამოცხადდა. ჩავისთვის, რომელიც ყველგან და ყოველთვის პუნქტუალურობის მომხრეა, სამი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა სანქციების ასამოქმედებლად. ამით ჩავიმ ისიც მიანიშნა, რომ...

დემბელეს ფიფა უმკურნალებს
ჩანაწერი

დემბელეს ფიფა უმკურნალებს

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და უკვე დატოვა დიდიე დეშამის გუნდის ბანაკი. დემბელეს მკურნალობა ოთხ თვეს გასტანს, ხარჯებს კი ფიფა გაიღებს. ფიფასვე წესებით, თუ ფეხბურთელი ტრავმას საერთაშორისო კალენდარში შემავალი ტურნირისას მიიღებს, მის კლუბს კომპენსაცია ერგება. თუ მკურნალობას 28 დღეზე მეტი სჭირდება, კომპენსაცია დღეში 21 ათასი ევროა. შესაბამისად, “ბარსელონა” დემბელეს სამკურნალოდ დაახლოებით 2,5...

მანჩესტერი დემბელეს მიადგა
ჩანაწერი

მანჩესტერი დემბელეს მიადგა

მას შემდეგ რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ „დორტმუნდიდან“ ჯეიდონ სანჩოს გადაბირების შანსები მინიმუმამდე შეუმცირდა, ალტერნატიული გზის ძებნას შეუდგა, რამაც ისევ ბარსელონამდე მიიყვანა. ევროპული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „წითელი ეშმაკები“ ისევ განიხილავენ უსმან დემბელეს ვარიანტს. არის საუბარი იმაზეც, რომ ბრიტანული მხარე არაოფიციალურად უკვე შეუთანხმდა „ბარსელონას“, რომ დემბელე იჯარით აიყვანოს, გამოსყიდვის პერსპექტივით. თუმც, ჯერჯერობით, კლუბის წარმომადგენლებს თავად 23 წლის ფეხბურთელთან...

დემბელე+80 მლნ.=ნეიმარი
ჩანაწერი

დემბელე+80 მლნ.=ნეიმარი

ძალიან მარტივი ფორმულაა, რომლის ავტორებიც ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელები არიან. ეს ხალხი, როგორც სრულიად საფეხბურთო სამყარო, დაღალა „ბარსელონას“ უშედეგო მცდელობებმა, არადა ლეო მესი ნეიმარის ტრანსფერს კატეგორიულად ითხოვს. ბარსელონელებს ნეიმარის საყიდელი ფული არ აქვთ და იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ მის შესაძლო ტრანსფერში „ხურდად“ ესპანური კლუბის რომელიმე ფეხბურთელიც იქნებოდა ჩართული. აქ კი თავად პარიზელებმა აარჩიეს სამიზნე და თუ პრეზიდენტ...

დე იონგი ბარსელონას დაემუქრა
ჩანაწერი

დე იონგი ბარსელონას დაემუქრა

ესპანური „ბარსელონას“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან საკუთარი გუნდის სამედიცინო შტაბის მუშაობით. ფრენკი დე იონგი დაიმუქრა კიდეც, რომ სამკურნალოდ ნიდერნალდებში გაემგზავრება. მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. შესაბამისად, არასწორად წარიმართა მკურნალობის პროცესი და დიდი შანსია, დე იონგს სეზონის დარჩენილი ნაწილი გაუცდეს. ექიმებით უკმაყოფილონი არიან სამუელ უმტიტი და უსმან დემბელეც. მათი თქმით, დიაგნოსტიკაში შეცდომების გარდა, არასწორად იგეგმება სარეაბილიტაციო პროცესი და...

დემბელე ნისიად
ჩანაწერი

დემბელე ნისიად

ესპანური „ბარსელონა“ მზადაა უსმან დემბელეს შეელიოს და საამისოდ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. პირველი, ბუნებრივია, სრულფასოვანი ტრანსფერია და ამ შემთხვევაში ფრანგის ფასი 50-60 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება. თუ კრიზისულმა პერიოდმა ტრანსფერის ვარიანტი შეაფერხა, ბარსელონელები მზად არიან, დემბელე იჯარით გაუშვან, ოღონდ შემდეგი გამოსყიდვის უფლებით. ეს მკაფიო სიგნალია მისი მსურველი კლუბების, უპირველესად კი „ლივერპულისთვის“ – იურგენ კლოპი არ მალავს...