მას შემდეგ რაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ „დორტმუნდიდან“ ჯეიდონ სანჩოს გადაბირების შანსები მინიმუმამდე შეუმცირდა, ალტერნატიული გზის ძებნას შეუდგა, რამაც ისევ ბარსელონამდე მიიყვანა.
ევროპული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, „წითელი ეშმაკები“ ისევ განიხილავენ უსმან დემბელეს ვარიანტს. არის საუბარი იმაზეც, რომ ბრიტანული მხარე არაოფიციალურად უკვე შეუთანხმდა „ბარსელონას“, რომ დემბელე იჯარით აიყვანოს, გამოსყიდვის პერსპექტივით. თუმც, ჯერჯერობით, კლუბის წარმომადგენლებს თავად 23 წლის ფეხბურთელთან არ უსაუბრიათ.
„ბარსელონას“ დემბელეს გაყიდვა სურს და 56 მილიონ ევროდ აფასებს.
ფრანგი „ბარსელონაში“ 2017 წელს „დორტმუნდიდან“ აღმოჩნდა. გასულ სეზონში სულ 5-ჯერ გამოჩნდა მოედანზე და მხოლოდ ერთხელ გაიტანა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
