დე იონგი ბარსელონას დაემუქრა

Home აქეთურ-იქითური დე იონგი ბარსელონას დაემუქრა
დე იონგი ბარსელონას დაემუქრა
De Jong hailed for England display - BeSoccerესპანური „ბარსელონას“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან საკუთარი გუნდის სამედიცინო შტაბის მუშაობით. ფრენკი დე იონგი დაიმუქრა კიდეც, რომ სამკურნალოდ ნიდერნალდებში გაემგზავრება. მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. შესაბამისად, არასწორად წარიმართა მკურნალობის პროცესი და დიდი შანსია, დე იონგს სეზონის დარჩენილი ნაწილი გაუცდეს.
ექიმებით უკმაყოფილონი არიან სამუელ უმტიტი და უსმან დემბელეც. მათი თქმით, დიაგნოსტიკაში შეცდომების გარდა, არასწორად იგეგმება სარეაბილიტაციო პროცესი და არ ხდება ტრავმის რეციდივებთან ბრძოლა.
როცა უკმაყოფილებას ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი გამოხატავს, საქმეს სკანდალის სუნი უდის. ბარსელონელთა ხელმძღვანელობამ უკვე მისცა პირობა ფეხბურთელებს, რომ სიტუაციაში სწრაფად გაერკვევა და თუ საჭიროა, სამედიცინო შტაბის მუშაობაში შესაბამის კორექტივებს შეიტანს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".