ეს 19 წლის ყმაწვილი ჯერჯერობით ავსტრიული „ზალცბურგის“ ფორვარდია, მაგრამ დიდი ალბათობით, უკვე ამ ზამთარს გამოიცვლის სამუშაო ადგილს.
გერმანელი ქარიმ ადეიემის მიმართ ინტერესს ესპანური „ბარსელონა“ იჩენს, რომელიც მზადაა, უახლოეს დღეებში „ზალცბურგს“ 40-მილიონიანი წინადადებით მიმართოს. ესპანელთა კონკურენტი კი „დორტმუნდია“.
ეს კლუბი 35 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 5 მილიონ ევროს სთავაზობს.
მართალია, ფინანსურად „ბარსელონას“ შეთავაზება უფრო მსუყეა, მაგრამ ფავორიტად მაინც „დორტმუნდი“ ითვლება.
ამ კლუბმა უკვე წარმოაჩინა თავი, როგორც ახალგაზრდა ტალანტების განვითარებისა და დაფრთიანებისთვის ჩინებულმა პლატფორმამ. ამავე მიზეზთა გამო, თავად ფეხბურთელის სიმპათიებიც „დორტმუნდის“ მხარეს იხრება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
სიახლეები21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?