ბოლო საათებში ინტერნეტ სივრცეში ყველაზე მეტი ნახვა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებს ექნებათ. რატომაც არა – აქამდე ყველასთვის უცნობმა ბიჭებმა ინგლისელ თანატოლებს ამხანაგურ შეხვედრაში 3:2 მოუგეს.
ვიცით, რომ ინგლისი არ იყო საუკეთესო შემადგენლობით ჩამოსული. თუმცა, ისიც ვიცით, რომ არც საქართველოს ნაკრები იყო მოედანზე თავისი ლიდერებით, რომლებიც უკვე „დიდ“ ნაკრებში გამოდიან მოწინავე პოზიციებზე.
აღსანიშნი უფრო ის არის, რომ რამაზ სვანიძის გუნდმა საინტერესო და გააზრებული ფეხბურთი ითამაშა. იყო შეცდომებიც, მაგრამ ეს მთლიან სურათს ვერ შეცვლის – ყველას „ხუთიანი“ მწვრთნელიან-ფეხბურთელიანად.


ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
