ისევე როგორც ორი წლის წინ ბათუმში, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი ბრატისლვავაშიც ინგლისის ნაკრები გახდა. ამჯერად ინგლისელებმა გერმანიას მოუგეს 3:2. მატჩის ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა. ინგლისელებმა მესამე გოლი დამატებით დროში გაიტანეს. გამარჯვების მომტანი დარტყმა თავურით შეცვლაზე ორი წუთის შესულმა ჯონათან როუიმ შეასრულა. შეხვედრის პირველი გოლიც ინგლისმა შეაგდო ― მეხუთე წუთზე ჰარვი ელიოტმა ჩემპიონატში თავისი მეხუთე გოლი გაიტანა....
ჭდე: ინგლისის ახალგაზრდული ნაკრები
იყო ერთი მეტრი?
ბათუმში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალის ბედი პირველი ტაიმის მიწურულს ჯარიმამ გადაწყვიტა: ინგლისელი კოულ პალმერის დარტყმული ბურთი კერტის ჯონსს მოხვდა, მიმართულება იცვალა და ესპანელთა კარში შევარდა. ესპანური გაზეთი AS წერს, რომ საკამათოა უნდა ჩათვლილიყო თუ არა ეს გოლი. საქმე ის არის, რომ პალმერის დარტყმის წინ ესპანელთა ცოცხალ კედელს წინ ორი ინგლისელი აეფარა, რომელთაგან ერთ-ერთი ჯონსი იყო....
დრამატული ფინალი ბათუმში
ბათუმში დასრულდა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. დრამატულ ფინალში ინგლისმა ესპანეთს 1:0 მოუგო. სანახაობრივ, მაღალი დონის შეხვედრაში იყო გოლი და მოგერიებული პენალტი, იღბალი და უიღბლობა, ჩხუბი და შერიგება. ინგლისური „მანჩესტერ სიტის” ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო გომესმა მატჩის შემდგ აღნიშნა, რომ მის გუნდს ორ საკვანძო მომენტში არ გაუმართლა: გაშვებული გოლის და ვერ გატანილი პენალტის დროს. გოლი ასე გავიდა: მისმა...
სხვა მენტალიტეტის ინგლისელები
გასულ წლებში ინგლისი თუკი საერთოდ გავიდოდა შეჯიბრების შორეულ ეტაპზე, პენალტებში გავარდებოდა ან რაიმე დრამატული ხერხით გამოეთიშებოდა ჩემპიონატს, ლი კერსლის „ახალგაზრდა ლომები” კი წინამორბედებს არ ჰგვანან, — წერს „სანი” და დასძენს, — სწორედ ამიტომ ითამაშებენ ისინი 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, სადაც 14 წელიწადია არ ყოფილან. ახლა მათგან არა მარტო გამარჯვებას, არამედ ლამაზ გამარჯვებას ელიან. ნახევარფინალში კი ინგლისელებმა...
მამარდაშვილი ისევ იღიმის
გთავაზობთ წერილს, რომელიც ესპანურმა გაზეთმა AS-მა „ვალენსიას“ ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ გამოაქვეყნა. მისი ავტორია ჟურნალისტი ნაჩო სანჩისი. მისი სათაურია „მამარდაშვილი ისევ იღიმის”. სეზონის საოცნებო სტარტის შემდეგ, როდესაც გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ შთაბეჭდილება მოახდინა, ესპანეთში ცნობილი გახდა და ყველას აჩვენა, რომ ვალენსიელთა მეორე გუნდის კი არა, ლა ლიგის დონეს შეესაბამება, მისი როლი ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა და ის...
ყველას ხუთიანი
ბოლო საათებში ინტერნეტ სივრცეში ყველაზე მეტი ნახვა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებს ექნებათ. რატომაც არა – აქამდე ყველასთვის უცნობმა ბიჭებმა ინგლისელ თანატოლებს ამხანაგურ შეხვედრაში 3:2 მოუგეს. ვიცით, რომ ინგლისი არ იყო საუკეთესო შემადგენლობით ჩამოსული. თუმცა, ისიც ვიცით, რომ არც საქართველოს ნაკრები იყო მოედანზე თავისი ლიდერებით, რომლებიც უკვე „დიდ“ ნაკრებში გამოდიან მოწინავე პოზიციებზე. აღსანიშნი უფრო ის არის,...





