გასულ წლებში ინგლისი თუკი საერთოდ გავიდოდა შეჯიბრების შორეულ ეტაპზე, პენალტებში გავარდებოდა ან რაიმე დრამატული ხერხით გამოეთიშებოდა ჩემპიონატს, ლი კერსლის „ახალგაზრდა ლომები” კი წინამორბედებს არ ჰგვანან, — წერს „სანი” და დასძენს, — სწორედ ამიტომ ითამაშებენ ისინი 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, სადაც 14 წელიწადია არ ყოფილან. ახლა მათგან არა მარტო გამარჯვებას, არამედ ლამაზ გამარჯვებას ელიან.
ნახევარფინალში კი ინგლისელებმა 3:0 მოუგეს ისრაელს, რომელმაც მეოთხედფინალიდან საქართველოს ნაკრები გამოთიშა პენალტებით. ანგარიში 42-ე წუთზე მორგან გიბზ-უაითმა გახსნა, კოულ პალმერმა 63-ე წუთზე მეორე შეაგდო, კამერონ არჩერმა კი 90-ე წუთზე შეხვედრას წერტილი დაუსვა.
„ამ ბიჭებს ჩემი თაობისგან განსხვავბული მენტალიტეტი აქვთ, — თქვა მატჩის შემდეგ ინგლისელთა ირლანდიელმა მწვრთნელმა, — კერტის ჯონსი ბურთს რომ ჰკარგავს, იქვე სურს მისი დაბრუნება. ამაზე მასთან ლაპარაკიც არ არის საჭირო. იგივე შეიძლება ითქვას მორგანზე. მათ აქვთ საკუთარი თავის რწმენა. მათ ისიც იციან, რომ ჩვენ ვენდობით. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ ჩერდებიან”.
ფინალი 8 ივლისს ბათუმში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
