ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს ტრავმებით შეშფოთებული „პარი სენ ჟერმენი“ დილემის წინაშეა: უნდა სცადოს თუ არა გამოკლებული ვარსკვლავების შემცვლელთა ყიდვა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს? ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულს შეტევაში მაინც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს: ოსმან დემბელე, მაგნეს აკლიუში, სენი მაიულუ, მიკა გოდტსი, ფერან ტორესი და ქუენტინ ნდჯანტუ.
საკითხი ასე დგას: ეყოფა ეს ფეხბურთელები პსჟ-ს დიდი შედეგების მისაღწევად? ჩემპიონთა ლიგაში „რომასთან“ თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე პარიზელთა მწვრთნელ ლუის ენრიკეს ბუნებრივია ეს შეკითხვა დაუსვეს.

„ტოპ-დონის ფეხბურთში ტრავმები ჩვეულებრივი ამბავია. ასეთი რაღაც ყველა გუნდში ხდება. ყველა მწვრთნელს უწევს ამგვარი ამოცანის წინაშე დადგომა. ამიტომ, ის, რაც კვარას და დუეს შეემთხვათ არაბუნებრივი არ არის, თუნდაც ტრავმები ძალიან სერიოზული იყოს. ახლა ყურადღება მათ გამოჯანმრთელებაზე უნდა გადავიტანოთ. ჩვენმა გუნდმა არაერთხელ გამოამჟღავნა სიმტკიცე და კვლავ დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ძალიან საინტერესოა თამაშის გაუმჯობესებაზე ფიქრი და გამოსავლის ძებნა, იქნება ეს ტაქტიკური თუ ტექნიკური ხერხი, – უპასუხა ესპანელმა მწვრთნელმა და განაგრძო, – ფეხბურთელების ტრავმებმა რასაკვირველია გული დამწყვიტა, მაგრამ ახლა ჩვენი კლასის ჩვენების რეალური შესაძლებლობა გვეძლევა. სულაც არ არის აუცილებელი სატრანსფერო ბაზარზე გავაქტიურდეთ. ახალი მოთამაშის ნახევარი წლით დამატება „პარი სენ ჟერმენის“ სტილი არ არის. შეკრული გუნდი ვართ. რასაკვირველია, ახლა კიდევ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, მაგრამ ასეთი მოთამაშეებით, ასეთი სამწვრთნელო შტაბით და ქომაგებით არაფრის გვეშინია. ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი საქმის გაკეთებას შევძლებთ და სირთულეებს დავძლევთ“.
ლუის ენრიკეს ნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ამ ზამთარს ახალი ფეხბურთელის დამატებას არ აპირებს, მაგრამ ფრანგული მედია წერს, რომ ბევრი რამ უახლოეს მატჩებზე და მათ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/11/2026 | 08:49ლუის ენრიკე: ტრავმები ცუდია, მაგრამ სხვა შანსი გვეძლევა
მთავარი ამბავი25/11/2026 | 07:40ინგლისელებისთვის უიღბლო სამშაბათი
აქეთურ-იქითური24/11/2026 | 08:16ფრანჩესკო ტოტის გულწრფელი ინტერვიუ
აქეთურ-იქითური24/11/2026 | 07:08მოურინიუ: ბევრი ფული თუ გინდა კიდეც უნდა დაშავდე
