ლუის ენრიკემ „პარი სენ ჟერმენს“ ისეთი ტიტულები მოაგებინა, რომ მისი ადგილი ამ კლუბის ისტორიაში ისედაც ცხადი იყო, მაგრამ „ლე ავრთან“ შეხვედრაში მან თავისი პოზიცია სტატისტიკითაც განიმტკიცა – ეს იყო ესპანელის 127-ე გამარჯვება პარიზული გუნდის თავკაცის რანგში. აქამდე ყველაზე მეტი თამაში ლორან ბლანს ჰქონდა მოგებული – 126. ბლანი პსჟ-ს 2012-2016 წლებში ედგა სათავეში. ესპანელი საფრანგეთის დედაქალაქში...
ჭდე: ლუის ენრიკე
ფლიკი და ლუის ენრიკე დღევანდელ თამაშს ერთნაირად ხედავენ
„პარი სენ ჟერმენთან“ თამაშის წინ პრეს-კონფერენცია გამართა „ბარსელონას“ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა, რომელმაც ახსნა, თუ როგორ შეეცდება ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულის ძლევას. „მინდა ვითამაშოთ საკუთარი თავის რწმენით, უშიშრად და თანმიმდევრულად. ჩვენს წინააღმდეგ იდგება ბოლო ორი წლის საუკეთესო გუნდი. ეს თავის გამოჩენის დიდებული შესაძლებლობაა. ამ შეხვედრის ბედს დიდწილად ნახევარდაცვა გადაწყვეტს. ორივე გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. თუ...
მწვრთნელი, რომელსაც არ სურს ფეხბურთელებს დარიგებებს აძლევდეს
„პარი სენ ჟერმენის“ წარმატება ლუის ენრიკეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ის მუდამ შრომასა და კვალიფიკაციის ამაღლებაშია. მან პარიზულ კლუბთან ამასწინათ კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. საფრანგეთის დედაქალაქში ესპანელი დიდ მხარდაჭერას გრძნობს. ის უყვარს გულშემატკივარს, მას აფასებენ კლუბში… „ბარსას“ და „ლა როხას“ ყოფილი თავკაცი ამბობს, რომ ნებისმიერ გამარჯვებას ახალი პასუხისმგებლობა მოსდევს. ყოველ წარმატებას სჭირდება დამტკიცება, რომ შენ...
ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!
საკლუბო ფეხბურთი ჩვეულ რიტმს უბრუნდება – პარასკევს „პარი სენ ჟერმენის“ საწვრთნელ ბაზაზე ისევ ლიგა 1-სა და სხვა მიმდინარე საკითხებზე იყო ლაპარაკი. როგორც „პარიზიენი“ წერს მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელმაც პრეს-კონფერენცია გამართა, ჟურნალისტებს შესანიშნავ გუნებაზე დახვდა; უთხრა, რომ ისინი სეზონის დასაწყისს მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა „ლე მანთან“ შეხვედრის წინ ისიც დასძინა, რომ კარგი იქნება კარს მომდგარ...
ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
„ბრესტთან“ სტუმრად 1:0 გამარჯვების შემდეგ „პსჟ TV”-ს კამერების წინაშე პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, ერთადერთი გოლის ავტორმა ფერან ტორესმა და მატჩის გმირმა, მეკარე მატვეი საფონოვმა ილაპარაკეს. ლუის ენრიკე: „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. წინასწარ ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა, რადგან ბრესტში ყოველთვის ასეა. სასიამოვნო იყო, რომ დღეს ძალიან კარგად დავიწყეთ და გოლი გავიტანეთ. გამიხარდებოდა მთელი შეხვედრა...
ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
„ბრესტთან“ შეხვედრის წინ ლუის ენრიკეს პრეს-კონფერენცია სხვანაირად ვერ დაიწყებოდა: დღეს მასპინძელი გუნდი ახალგარდაცვლილი 58 წლის მწვრთნელის ერიკ როას ხსოვნისთვის პატივის მიგებას გეგმავს. – ის არაჩვეულებრივი ადამიანი და ფანტასტიკური მწვრთნელი იყო. ბოლო წლებში მან გვაჩვენა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ყველაფრის გადალახვა შეიძლება. ხვალ ის ჩვენთან აღარ იქნება, მაგრამ ეს იქნება განსაკუთრებული დღე. იმედი მაქვს, რომ მის...
დანიელ რიოლო: რომელი პლანეტიდან ხარ ლუის ენრიკე?
„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაში „სლოვანს“ 6:1 მოუგო, მაგრამ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჯერაც გამარჯვების გარეშეა. პრეს კონფერენციებიდან ჩანს, რომ ლუის ენრიკე ამ ფაქტის გამო სულაც არ ღელავს. ესპანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ შეუძლია ნაძლევს ჩამოვიდეს – მისი გუნდი კვლავ საფრანგეთის ჩემპიონი გახდება. პსჟ-ს თავკაცის ეს განცხადება ძალიან არ მოეწონა ფრანგ ჟურნალისტს, RMC-ს მესვეტეს დანიელ რიოლოს, რომელმაც...
რატომ არ ათამაშა ლუის ენრიკემ კვარა და დუე?
ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშება „პარი სენ ჟერმენმა“ შთამბეჭდავად დაიწყო – ზედიზედ ოთხ ოფიციალურ შეხვედრაში ხელის მოცარვის შემდეგ ბრატისლავას „სლოვანი“ 6:1 გაანადგურა. ამ გამარჯვებამ გააქარწყლა ზოგიერთი კითხვა, რომელიც სეზონის არც მთლად ეფექტურმა სტარტმა გააჩინა. კარგად ითამაშეს ცალკეულმა ფეხბურთელებმაც. მაგალითად, ოსმან დემბელემ ორი გოლი შეაგდო და ორი საგოლე პასი შეასრულა; ახალწვეულმა ფერან ტორესმა ჰეთ-თრიკით დაამტკიცა, რომ მაღალი...
საფონოვს შეცდომის უფლება აღარ აქვს
რა სჭირს პსჟ-ს? – კითხულობს ფრანგული საიტი footmercato. ლიგა 1-ის პირველ და მეორე ტურებში ზედიზედ ორი 2:2-ის შემდეგ ჩემპიონმა შინ წააგო მონაკოსთან 1:2. ამას დაამატეთ მარცხი „ლანსთან“ საფრანგეთის სუპერთასზე. პორტალი წერს, რომ მიზეზი რასაკვირველია სხვადასხვაა, მაგრამ ასეთი შედეგები მათთან ერთად მატვეი საფონოვის პირველ მეკარეობასაც აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. რუსმა გოლკიპერმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებაში...
ლუის ენრიკე: მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით
„პარი სენ ჟერმენმა“ შინ „მონაკოსთან“ 1:2 წააგო, მაგრამ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ვითარების დრამატიზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა: „რა არის სათქმელი, როდესაც ასეთ მატჩს ფიზიკურად მოუმზადებელი თამაშობ? ფეხბურთს ახასიათებს მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი პერიოდები და ეს უნდა მიიღო როგორც მოცემულობა. ასეთ დროს არ გიმართლებს. მე ყურადღება მივაქციე, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი...









