ილარი ბლაზისთან განქორწინება, ურთიერთობა შვილებთან, გლოვა მამის გარდაცვალების გამო და უსიამოვნო ბოლო წლები „რომაში“. დღეს RAI 2-ზე გავა გადაცემა Belve-ს ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი სადაც ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტი ფრენჩესკა ფანიანისთან თავის ცხოვრებაზე გულწრფელად ლაპარაკობს.
ფანიანი რესპონდენტს ახსენებს რთულ პერიოდს, როდესაც ის ცოლს გაშორდა. წამყვანი იხსენებს ილარი ბლაზის სიტყვებს, რომლებიც ქალმა ამავე გადაცემის სტუმრობისას თქვა: „ილარი იხსენებდა, რომ თქვენ ერთმანეთის კიდევ ერთ ღალატს ვეღარ გადაიტანდით. მართალია?“ ტოტი: „დიახ, ეს მოხდა. მე კი პატიება არ შემიძლია“.

გადაცემის ყველაზე ემოციური ნაწილია მამის გახსენება, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა. ტოტი: „მე მისთვის არასდროს მითქვამს: მიყვარხარ!“, – თვალზე ცრემლი ადგება ტოტის. „რა გენატრებათ ყველაზე მეტად?“, – ეკითხება წამყვანი. “ჩახუტება. ჩახუტება ისეთი რამ არის, რასაც არ აკეთებ, მაგრამ მერე, როდესაც ადამიანი, რომელსაც შენს ცხოვრებაში საყრდენი ლოდის ადგილი ეკავა მიდის, გენატრება და თავს მარტოსულად გრძნობ. მამის გარეშე ცხოვრება სხვანაირი გახდა. დღეს ჩემს თავს ვეუბნები, რომ გამო…ული ვარ რომ არ ვეხუტებოდი. საუბედუროდ იმავეს ჩავდივარ შვილებთანაც და ვიცი, რომ ვცდები“.
„რომაში“ გატარებული ბოლო თვეების შესახებ: „კარგი იქნებოდა კლუბს ჩემ მიმართ მეტი პატივისცემა გამოეჩინა“, – ამბობს ტოტი.
წამყვანი: „ახლა რომ იხსენებთ, როგორ ფიქრობთ, როდესაც პიკზე იყავით ვინმე თქვენი მდგომარეობით სარგებლობდა?“
ტოტი: „დიახ, ხალხი, რომლისგანაც ამას არ ველოდი: ოჯახი, მეგობრები, ნათესავები. მათ უამრავი რამ გამომწოვეს. მერე, როდესაც გზები იყრება, ხვდები, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ყველაფრის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, სულ სხვანაირად მოვიქცეოდი“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/11/2026 | 08:16ფრანჩესკო ტოტის გულწრფელი ინტერვიუ
აქეთურ-იქითური24/11/2026 | 07:08მოურინიუ: ბევრი ფული თუ გინდა კიდეც უნდა დაშავდე
აქეთურ-იქითური23/11/2026 | 09:35ბარკოლა უკმაყოფილოა
სიახლეები23/11/2026 | 08:17ჟორჟი არ ჩანდა
